სარჩევი
გახურდი 2024-25 სეზონი თამუნა ყულუმბეგაშვილი | Setanta Sports
2024 აგვ 29, 03:33 შ-მდე
6 წუთის საკითხავი

2024-25 სეზონი დაიწყო, თუმცა ჯერ მის გახურებამდე შორია. შესაბამისად, ფეხბურთელებთან ერთად ფორმა ჩვენც უნდა ავკრიფოთ და ტონუსში შევიდეთ. ამისათვის კი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება საუკეთესო საშუალებაა.

როგორ ხურდება Setanta Sports 2024-25 სეზონისთვის უკვე გიამბეთ. ახლა კი ქართულ სპორტში ჩართულ სხვადასხვა პროფესიონალს მივაკითხეთ, რათა მათი სეზონისწინა რუტინისა და მზადების შესახებ გაგვეგო.

გახურდი 2024-25 – თამუნა ყულუმბეგაშვილი

თამუნა ყულუმბეგაშვილს სპორტის სფეროში ჩართული ადამიანები კარგად იცნობენ. მის მიერ ფოტოებში ასახული ქართული სპორტის არაერთი გამორჩეული მომენტი კი ბევრ თქვენგანს აუცილებლად ნანახი ექნება.

ფაქტობრივად, არ არსებობს საშუალო და დიდი კალიბრის ქართული სპორტული ფორუმი ან ღონისძიება თამუნას რომ არ წააწყდეთ. შესაბამისად, საინტერესოა მისი როგორც სეზონისწინა, ასევე ზოგადი დღის წესრიგის და რუტინის შესახებ მოსმენა.

მანამდე კი, თამუნა ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა. ამ ზაფხულს მას მუშაობა როგორც გერმანიაში, ასევე საფრანგეთში მოუხდა.

წლევანდელი ზაფხული ძალიან დატვირთული და მართლაც სპორტულად ცხელი გამოვიდა. პირველ რიგში, ევროპის ჩემპიონატი იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვენლოვანი – პირველი, როგორც საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ჩვენთვის, სპორტული ფოტოგრაფებისთვის.

შემდეგ უკვე ოლიმპიური თამაშები. ეს 2 უდიდესი სპორტული ფორუმი ერთ ზაფხულს იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მუშაობის საშუალება ორივეზე მომეცა,

რაც შეეხება საფეხბურთო სეზონს, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ, ფეხბურთის ნაწილში, შევისვენეთ. სექტემბერში ნაკრების თამაშებს ველი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მუხტი, გულშემატკივრობა, ის ემოციური ფონი, რაც გვქონდა ევროპაზე, გამოგვყვება და უკვე თბილისში და სხვადასხვა ქვეყნებში შესაბამის მხარდაჭერას მიიღებენ ჩვენი ფეხბურთელები გულშემატკივრებისგან და სპორტული ჟურნალისტებისტგან.

ოლიმპიური თამაშები კიდევ ამ 3-წლიანი ციკლის დაგვირგვინება იყო. წლის ჭრილში კიდევ რამდენიმე ტურნირია დარჩენილი, და მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ღონისძიებაზე ჩვეული ენერგიით ვიმუშაოთ.

ჩემთვის განსაკუთრებული იყო ეს ოლიმპიური თამაშები, რადგან პირველად ვმუშაობდი როგორც ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ფოტოგრაფი და დიდი აქცენტი ამიტომაც მქონდა ჯუდოზე გაკეთებული.

დიდ ტურნირებზე მუშაობა განსაკუთრებით მიყვარს. პროფესიონალურად იზრდები ყოველთვის. უამრავი ფოტოგრაფი მუშაობს ასეთ დიდ ღონისძიებაზე. ყოველთვის ვცდილობ, სხვადასხვა დიდი სპორტული გამომცემლობების და სააგენტოების ფოტოები დავათვალიერო, შევადარო რა დამაკლდა, რა გამომრჩა, პროფესიონალურ განვითარებაში ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება.

სპორტული ფოტოგრაფების community არ არის იმდენად დიდი და ბევრი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ სხვა ფოტოგრაფები გავიცნოთ, სხვა ქვეყნებიდან. ევროპის ჩემპიონატზე ძველ ნაცნობებსაც გადავეკვეთე უკრაინიდან, ბრიტანეთიდან კოლეგები გავიცანი. ოლიმპიურ თამაშებზეც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მომიწია მუშაობა. ამ პროცესს თან სდევს ახალი მეგობრების შეძენა. შესაბამისად, პროფესიონალურ და პირად დონეზე მაქსიმალურად ვიყენებ ამ ივენთებს რომ ახალი მეგობრები შევიძინო და ბევრი ახალი რამ ვისწავლო.

სიახლეები, მათი ძიება და ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება ფოტოგრაფების საქმის განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ამ მხრივ, ზრდასა და განვითარებაზე თამუნაც მუდმივად ზრუნავს.

რაც შეეხება სიახლეებს, სწორედ ამ 2 დიდი ტურნირის წინ, ტექნიკურ ნაწილში მქონდა განახლება. დამატებითი კამერა და ობიექტივები ვიყიდე, მაგრამ ფოტოგრაფებს საკმაოდ მსუყე მადა გვაქვს. რაღაცას რომ შევიძენთ და შევისწავლით, შემდეგ უკვე ვფიქრობთ, როგორ შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო კადრები გადავიღოთ, ტექნუკურად რა გვჭირდება ამისთვის. რა თქმა უნდა ეს უსასრულო პროცესია, ყოველთვის ამაზე ვმუშაობთ.

რაც შეეხება სტილს, ყოველთვის ვცდილობ განსხვავებული ხასიათი დავიჭირო. საინტერესო კადრები, ემოციები გადავიღო და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სპორტსმენებზეცაა დამოკიდებული, თვითონ როგორ პერფორმანსს შემოგვთავაზებენ.

რაც შეეხება სეზონის გეგმებს – ჩემი კარიერის განმავლობაში უკვე დაგროვებული მაქვს სუპერ თასის, ევროპა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებზე მუშაობის გამოცდილება. ეს ძალიან საინტერესო იყო. საკლუბო დონეზე გულშემატკივრობა ყოველთვის გასაოცარია.  

ამ ეტაპზე, კონკრეტული არაფერი მაქვს დაგეგმილი, მაგრამ ევრო ტურნირის ჯგუფური ეტაპის დაკომპლექტებას ველოდები და მერე უკვე რომ გვეცოდინება, ვინ სად ითამაშებს და რა გამორჩეულად საინტერესო მატჩები გვექნება აქაც და სხვა ტურნირებზეც, დიდი სიამოვნებით დავგეგმავდი ამ საოცარ ჩემპიონატებზე და გასაოცარ ატმოსფეროში მუშაობას. 

საინტერესო იქნება ნაპოლის თამაშზე მუშაობა. მგონი, უკვე მთელი საქართველო იყო ხვიჩას თამაშზე, ჩემ გარდა და შესაბამისად, შანსი თუ მექნება იტალიის სერია A-ში ნაპოლის თამაშზე სიამოვნებით წავალ. 

გამომდინარე იქიდან რომ ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის ფოტოგრაფი ვარ, ჩემს კალენდარში წლის ბოლომდე რამდენიმე მნიშენლოვანი ღონისძიებაა.

მაგალითად, აგვისტოს ბოლოს, პერუში კადეტების მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გადავიღო. სიმართლე რომ გითხრათ, მე განსაკუთრებით მიყვარს ასეთ ახალგაზრდულ ტურნირებზე მუშაობა, იმიტომ რომ განსაკუთრებული ემოციებით და ენერგიით მონაწილეობენ სპორტს,ემენი.

რაც შეეხება სხვა სახეობებს, ამ ეტაპზე, სხვას არაფერს ვგეგმავ, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემი კალენდარი გზა და გზა შეივსება. ფეხბურთის არა ერთი საინტერესო მატჩი გველოდება წინ და სწორი დაგეგმვა სჭირდება ყველაფრის გადაღებას.

შემდეგ საუბრისას პროგნოზებსა და მოლოდინებზე გადავედით. ცხადია, თამუნასა სპორტსმენები ურთიერთობა მხოლოდ მინდორზე არ იწყება და არ სრულდება. ისიც სპორტის სხვა გულშემატკივრების მსგავსად ახალ სეზონს მოლოდინებით ხვდება.

რომელიმე გუნდის გამოყოფა არ მინდა. ევროპის ჩემპიონატის მერე ჩვენს ნაკრებში იმდენი საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა. განსაკუთრებით იმ ჩემპიონატებს ველი, სადაც ჩვენი ბიჭები ითამაშებენ.

ორიგინალური არ ვიქნები და ვიტყვი რომ ნაპოლის თამაშს განსაკუთრებით ველოდები და საინტერესოა – პროგრესი თუ გვექნება კიდევ უფრო. ასევე კიდევ უფრო საინტერესო და უკეთესს გუნდებში თუ გადავლენ ჩვენი ფეხბურთელები. მაგ ჩემპიონატებს კიდევ უფრო ჩავუჯდები.

საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად მაინც გიორგი მამარდაშვილის თამაშს ველოდები, იმიტომ რომ ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა და ძალიან მაინტერესებს როგორ ფორმაში შეხვდება ახალ სეზონს. მჯერა რომ კიდევ უფრო მოუმატებს და კარს კიდევ იფრო უკეთ დაიცავს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე. თანაც ლივერპულში მისი ტრანსფერი ქართულ ფეხბურთსა და სპორტში კიდევ ერთი ახალი სიტყვაა. ამას გიორგიმ საკუთარი შრომითა და ნიჭით მიაღწია და ეს ორმაგად სასიხარულოა.

თავისთავად, ყურადღებით ვიქნები, ზურიკოს, ქოჩორას და მიქაუტაძის კლუბების მიმართ. დიდი იმედი მაქვს, რომ თავიანთი კლუბების წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანენ. ძირითადად მოთამაშეების მიხედვით მივადევნებ კონკრეტულად იმ კლუბების თამაშს სადაც ჩვენი ბიჭები არიან. 

ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ აღმოჩენების ზაფხული იყო. ვინც არ არის ძალიან ღრმად სპორტში ჩახედული, მათ ბევრი აღმოჩენა გააკეთეს, ფეხბურთშიც და სხვა სახეობებშიც. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე, არამედ სხვა დროსაც, მთელი სეზონის განმავლობაში ვადევნოთ თვალი ამ საოცარ სპორტსმენებს, მხარი დავუჭიროთ მათ. მათ თანადგომა სხვა დროსაც ძალიან სჭირდებათ.

ცხადია, ყოველკვირეულად, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სპორტსმენების დიდი უმრავლესობისთვის თვალ-ყურის მიდევნება setantasports.com-ზე შეგიძლიათ. შესაბამისად, თამუნას ვკითხეთ, რამდენად იყენებს Setanta Sports-ის აპლიკაციას.

რა თქმა უნდა, setantasports.com გამოწერილი მაქვს და ვიყენებ. განსაკუთრებით აპლიკაციაში ჰაილაითებს, იმიტომ რომ დრო არ მრჩება ყველა სპორტის სახეობას აქტიურად ვუყურო და პლატფორმა ამაში ძალიან მეხმარება.

ძირითადად ფორმულა 1-ს ვუყურებ. ჩემი ახლო მეგობრები ძალიან დიდი გულშემატკივრები არიან და რამდენიმე წლის წინ შემაყვარეს ეს სპორტი მეც. თქვენი პლატფორმით სარგებლობა ძალიან კომფორტულია, ლაივში თუ ვერ ვუყურე, საიტზე ჩანაწერი მაშინვე იდება მთლიადან ან ჰაილაითები და ეს ძალიან მოსახერხებელია.

2024-25 სეზონის სტარტზე გახურების კამპანია გრძელდება. ჩვენს პლატფორმაზე კი თვიურ გამოწერაზე 30 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობისთვის პრომო კოდი NEWS24 შეგიძლიათ გამოიყენოთ.