სარჩევი
50-ე ქართული გოლი იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელია vs კალიარი | Setanta Sports
2024 სექ 16, 00:18 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

იტალიის სერია A-ში 50-ე ქართული გოლი გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კალიარის მატჩის მე-2 გოლი გაუტანა. სარდინიაზე კვარამ საგოლე გადაცემაც შეასრულა და რომელუ ლუკაკუს გაატანინა.

მთლიანად მატჩზე კი – საინტერესოა, რომ რომელუ ლუკაკუმ მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო. კალიარის კარი დი ლორენცომ, კვარამ, ლუკაკუმ და ბონჯორნომ აიღეს.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლები სერია A-ში

ეს სერია A-ში კვარასთვის მთლიანად 25-ე გოლი იყო, სეზონში კი – მე-2. პირველი ბურთი კვარამ ვერონას გაუტანა.

ხვიჩას 25 გოლისთვის 72 მატჩი დასჭირდა, ეს კი რაოდენობრივად მესამე საუკეთესო შედეგია. სამი მატჩიც და კვარა ლევან მჭედლიძეს გაუთანაბრდება. თუმცა ტრავმიანობის გამო მჭედლიძეს ამ მაჩვენებლის დაფიქსირებისთვის 6 სეზონი დასჭირდა, კვარა კი ნეაპოლში მესამეს იწყებს.

ამას დამატებული 2 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, აიაქსის კარში, შინაც და გასვლაზეც და ეს ხვიჩასთვის 27-ე გოლი გამოდის. გავიხსენოთ გუნდები, ვისაც კვარამ გოლი გაუტანა.

სულ კვარას ეს 27 გოლი 13 გუნდის კარში აქვს გატანილი, მათი სია კი ასე გამოიყურება:

2022/23
ვერონა
მონცა – დუბლი
ლაციო
ტორინო
სასუოლო
იუვენტუსი
სპეცია
კრემონეზე
სასუოლო
ატალანტა
ტორინო
2023/24
უდინეზე
ვერონა – დუბლი
ატალანტა
კალიარი
ვერონა
სასუოლო – დუბლი
იუვენტუსი
ტორინო
ფიორენტინა
2024/25
ბოლონია
კალიარი

ქართული გოლები სერია A-ში

რაც შეეხება ქართულ გოლებს მთლიანად სერია A-ში ის უკვე 50-ს შეადგენს. საერთო ჯამში იტალიური ფეხბურთის ელიტაში 9 ქართველ ფეხბურთელს უთამაშია ან თამაშობს.

მათგან დღეს ლიგაში ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი არიან.

ქართული გოლები სერია A-ში ასე გამოიყურება:

ხვიჩა კვარაცხელია24
კახა კალაძე13
ლევან მჭედლიძე11
ლუკა ლოჩოშვილი1
რომან ჭანტურია0
ირაკლი შეყილაძე0
საბა გოგლიჩიძე0
გიორგი კვერნაძე0
საბა საზონოვი0

იუვენტუსი vs ნაპოლი

სერია A-ში მომდევნო მატჩს ნაპოლი სტუმრად ტურინში გამართავს. იუვენტუსი vs ნაპოლი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე შეგეძლებათ.

პრომო კოდის NEWS24-ის გამოყენების შემთხვევაში თვიურ გამოწერაზე 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.