“შეგიძლიათ მიულოცოთ, უკვე ჩემპიონები არიან”, – ეს სიტყვები ჟოზე მოურინიუმ მატჩის წინ თქვა, მატჩის შემდეგ კი ნაპოლის უპირატესობა უახლოეს მდევართან 13 ქულამდე გაიზარდა.
თამაში ნაპოლის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით 2:1 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ რთული შეხვედრა გამოდგა.
ავადმყოფობის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, სერია ა-ს საუკეთესო დუეტმა პირველივე წუთებიდან შეუტია რომას და გოლიც მათი კომბინაციით გავიდა, – ხვიჩას ჩაწოდების შემდეგ ოსიმენმა ბურთი ლამაზად დაამუშავა და ბრწყინვალე გოლი შეაგდო.
ელ შაარავიმ 75-ე წუთზე გაათანაბრა. სპალეტის ცვლილებებმა თავიდან ცუდი შედეგი გამოიღო, თუმცა, საბოლოოდ მაინც გამარჯვებული დარჩა, მისმა შემოყვანილმა ჯიო სიმეონემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ნაპოლი ინტერს უკვე 13 ქულით უსწრებს.