სარჩევი

ჯერ კიდევ ოქტომბერში, პორტუგალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებმა დაადასტურეს, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, განაცხადს მათთან ერთად უკრაინაც შეიტანდა.

საერთო განაცხადს ევროპული სოლიდარობის აქტი უწოდეს. ნიონში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც ქვეყნების მთავრობების, ისე საფეხბურთო სტრუქტურების მხრიდან.

ჩვენ სოლიდური კანდიდატები ვართ, – განაცხადა გუშინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, – წინ მივიწევთ საერთო მიზნისაკენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ვუმსაპინძლოთ. ვადებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ სოლიდური კანდიდატები ვართ”.

ცნობილია კონკურენტთა ვინაობაც, – საუდის არაბეთი, საბერძნეთი და ეგვიპტე ერთობლივი განაცხადის შეტანას აპირებენ. ასევე, ცნობილია, რომ ერთობლივი მასპინძლობა სურთ არგენტინას, ურუგვაის, პარაგვაისა და ჩილეს.