სარჩევი

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა თურქეთის ნაკრებთან 1:3 წააგო. მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა ისაუბრა.

როცა აგებ არასდროს არის სასიამოვნო, ვფიქრობ მე და ჩემმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. ბევრი შესაძლებლობა გვქონდა გასატანად, მაგრამ ვერ შევძელით. არ ვარ ბედნიერი, მაგრამ ვამაყობ ჩემი გუნდით.

ყველთვის სრული კონტექსტი უნდა განვიხილოთ, ის გზა რაც საქართველომ გაიარა ორი სიტყვით, და ერთი შეხვედრით ვერ შეფასდება.

მიქაუტაძემ კარგად ითამაშა, ჩვენ რა დაგვაკლდა ამის თქმა ნაადრევია, ვფიქრობ გამოცდილება ერთ-ერთი მათგანია, ეს გამოცდიელება ეტაპობრივად უნდა შევიძინოთ. ახლა სწავლის დროა, ჩვენ ნელ-ნელა ვიზრდებით. ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. ჩეხეთისთვის მზად ვიქნებით.

დიდებული ატმოსფერო იყო, თამაშიც ძალიან ინტენსიური და მაღალი ხარისხის გამოვიდა. თუმცა, საქართველოს ნაკრების ჰიმნზე არ უნდა ესტვინათ, ამან თურქეთი კარგად ვერ წარმოადგინა. ეს ბრწყინვალე სტადიონია, ამას როგორც ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ისე ვამბობ.

არ ვიცი რა ვთქვა, საფრანგეთში ასეთი გამოთქმა გვაქვს.. არა იყოს არაფერს ვიტყვი. ლოჩოშვილს ვენდობით, გამოვიყვანე იმიტომ, რომ საჯარიმოში თავით ეთამაშა. კითხვაზე (ეხებოდა აზაროის გამოუძახებლობას) ვერაფერს გიპასუხებთ.

გვსურდა გათანაბრება გვეცადა, ვფიქრობ ამას ვიმსახურებდით. ეს ფეხბურთია. ვერაფერს შევცვლით.

გვსურდა ამ შეხვედრიდან რაიმე მიგვეღო, ამიტომაც წავიდა გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.