სარჩევი

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რა თქმა უნდა, ტექნიკური ხარვეზების ფონზე, ეს უკვე ტრადიციად იქცა, ქართულად დასმული კითხვების თარგმნას ვერ ახერხებენ.

საქმე დაუფასებლობაში არ ყოფილა, უბრალოდ საქართველომ ისტორიაში საუკეთესო თამაში ჩაატარა. მათ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ.

საქართველო კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო იყო, ასევე დიდი მნიშვნელობა იქონია სწრაფმა გოლმა, რამაც თამაშის სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა. გამოვყოფ დაცვის ხაზსაც, მათი დაცვა უშეცდომოთ მოქმედებდა. საქართველო ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდია.

არ ყოფილა მათი მაღალი დონე გასაკვირი. თუ ამ გუნდს გაანალიზებთ ნახავთ რომ მათ ჰყავთ უმაღლესი დონის მეკარე, რომელიც უკვე სამი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს დ პროგრესირებს. მათ ჰყავთ ხვიჩა, რომელიც ევროპის საუკეთესო დრიბლიორია. ჰყავთ ძალიან კარგი დაცვის ხაზი.