სარჩევი
ევროპის ჩემპიონატი დღე 2 - იტალია, ესპანეთი და ხორვატია იწყებენ | Setanta Sports

EURO 2024 დღე 2 – ტურნირში იტალია, ესპანეთი და ხორვატია ერთვებიან. უნგრეთი vs შვეიცარია, ესპანეთი vs ხორვატია და იტალია vs ალბანეთი – დღის განრიგი ასეთია.

გერმანია 5-1 შოტლანდია

ევროპის ჩემპიონატი მასპინძელმა გერმანიამ შოტლანდიასთან გახსნა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა ჩინებულად ითამაშა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

გერმანიას ევროპის ჩემპიონატის სარეკორდო ანგარიშამდე 1 გოლი დააკლდა. ბუნდესმანდშაფტიდან გოლები ვირცმა, მუსიალამ, ჰავერცმა, ფიულკრუგმა და ჯანმა გაიტანეს.

საგულისხმოა, რომ ემრე ჯანი ნაგელსმანს საერთოდ არ მიჰყავდა, თუმცა ის შემადგენლობაში ალექსანდარ პავლოვიჩის ნაცვლად ჩაჯდა.

საინტერესოა, რომ ამავე ჯგუფის უნგრეთი vs შვეიცარია-ზე შეიძლება შოტლანდიის 4-ბურთიანმა მარცხმა იმოქმედოს და ფრთხილი თამაში ვნახოთ. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჯგუფებიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადის.

EURO 2024 დღე 2 – მატჩების განრიგი

საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს. დღევანდელი სამატჩო დღის განრიგი კი ასეთია.

უნგრეთი vs შვეიცარია – 17:00 – რაინენერგი შტადიონი, კიოლნი.

ესპანეთი vs ხორვატია – 20:00 – ოლიმპიაშტადიონი, ბერლინი.

იტალია vs ალბანეთი – 23:00 – ვესტფალენ შტადიონი, დორტმუნდი.

სად ვუყუროთ ევროპის ჩემპიონატს

ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია სივრცეში, PUB 44 და Setanta Sports-ი საუცხოო გარემოს გთავაზობთ.

ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩი, დიდი მონიტორები, სასმელი, საკვები და გათამაშებები – ეს არასრული ჩამონათვალია, რაც ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაგხვდებათ.