ორლანდო მეჯიქამ 108:81 დაამარცხა ორლანდო მეჯიქი, მინესოტა ტიმბერვულვზმა კი 114:105 დაამარცხა სან ანტონიო სპურსი. გოგა ბითაძეს 7 წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე ერთი მოხსნა ჩაიწერა და ერთიც ზუსტი სამქულიანი ისროლა.
სანდრო მამუკელაშვილს მინესოტასთან ერთი წუთიც არ მისცეს, არადა, წინა შეხვედრაში 14 წუთი ითამაშა და ცუდად არ გამოიყურებოდა, იუტასთან 8 ქულა დააგროვა, 1 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა.
ვიქტორ ვემბანიამამ მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა და 13 მოხსნა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. სან ანტონიო სპურსი დასავლეთში სტაბილურად ბოლო ადგილს იკავებს.
კლივლენდ კავალიერსი vs დალას მავერიქსი
მაქს შტრუსის სიგიჟე!
პარკეტზე იყვნენ ლუკა დონჩიჩი, კაირი ირვინგი, დარიუს გარლანდი, დონოვან მიჩელი! და შეხვედრის გმირი მაქს შტრუსი გახდა. სტეფ კარივით გეიმვინერი იკადრა, თანაც, თავისი ნახევრიდან.
ჯერ 30 წამით ადრე თამაშის დასრულებამდე დონოვან მიჩელმა იკისრა სამქულიანი და თითქოს გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლუკამ თავისი ჭკვიანური თამაშით ანგარიში მოატრიალა და დალასი წინ გავიდა, ორი წამით ადრე კი შტრუსი დაიძრა და თითქოს უნდა ესროლა ისე, როგორც ყველა იმედდაკარგული კაცი ისვრის, მაგრამ ისროლა და ჩავარდა.
აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მაქს შტრუსს ასეთები შეეძლო?!
- მაქს შტრუსმა 24 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და ბოლო სამქულიანი დურუ ხუნჭუას სახელობის იყო. FG – 7/12.
- დონოვან მიჩელის ანგარიშზე 31 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკია. 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, FG – 11/20.
- ლუკა დონჩიჩმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ შტრუსის სამიანმა ყველაფერი წყალში ჩაუყარა, წყალში აღმოჩნდა 41 წუთში ჩაგდებული 45 ქულა, 14 ასისტი, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა. 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, FG – 17/29.
- კაირი ირვინგის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/24.
აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა კლივლენდ კავალიერსი (38/19) დალას მავერიქსი (33/25) დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.
რეგულარული სეზონი
ვაშინგტონ ვიზარდსი vs გოლდენ სტეიტ უორიორსი -112:123
კუზმას ანგარიშზე 27 ქულა და 12 მოხსნაა;
ატლანტა ჰოუკსი vs იუტა ჯაზი – 124:97
ჯეილენ ჯონსონის ანგარიშზე 22 ქულა და 13 მოხსნაა;
ბოსტონ სელტიკსი vs ფილადელფია სიქსერსი – 117:99
ტაირის მაქსის ანგარიშზე 32 ქულაა;
ნიუ-იორკ ნიქსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი – 92:115
ტრეი მერფის ანგარიშზე 26 ქულაა;
ჩიკაგო ბულზი vs დეტროიტ პისტონსი – 95:105
ნიკოლა ვუჩევიჩის ანგარიშზე 25 ქულა და 10 მოხსნაა;
მილუოკ ბაქსი vs შარლოტ ჰორნეტსი – 123:85
იანისის ანგარიშზე 24 ქულაა;
ოკლაჰომა სიტი თანდერი vs ჰიუსტონ როკეტსი – 112:95
გილჯეს-ალექსანდერმა 31 ქულა დააგროვა;
პორტლენდ ბლეიზერსი vs მაიამი ჰიტი – 96:106
ანდრეას სიმონსმა 26 ქულა დააგროვა;