ხუთი თამაში გაიმართა NBA-ში. სამში ფავორიტები დამარცხდნენ. All Star-ი ახლოვდება, დიდი გაცვლები მზადდება, თამაშს კი ჩვეულებრივზე ნაკლები ყურადღება ეთმობა.
მინესოტამ 128:98 დაამარცხა დენვერი. კარგი მატჩი ჩაატარეს ენტონი ედვარდსმა და დანჯელო რასელმა.
ენტონის ანგარიშზე 20 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტია.
რასელის ანგარიშზე 18 ქულა, 1 მოხსნა და 10 ასისტი.
გაიხარა მინესოტამ იოკიჩის არყოფნაში.
ფილადელფიას მარცხი
ნიუ იორკ ნიქსმა 108:97 დაამარცხა ფილადელფია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ნიუ იორკი ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაშია.
ჯეილენ ბრანსონისა და ჯულიუს რენდელის დუეტს ამჯერად ფილადელფია ემსხვერპლა.
ბრანსონის ანგარიშზე 21 ქულა, 5 მოხსნა და 7 ასისტია.
ჯულიუს რენდელის ანგარიშზე 24 ქულა, 9 მოხსნა და 7 ასისტი.
ასე აჯობეს ჰილას მძვინვარე დუეტს.
სიქსერსის რიგებში სამ მოთამაშეს ჰქონდა ომაგი დუბლი.
ჯოელ ემბიდი – 31 ქულა, 14 მოხსნა, 3 ასისტი.
ჯეიმს ჰარდენი – 12 ქულა, 8 მოხსნა, 12 ასისტი.
ტობიას ჰარისი – 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი.
ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციაზეა.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
- ინდიანა – კლივლენდი 103:122
- მემფისი – ტორონტო 103:106
- პელიკანსი – საკრამენტო 136:104