სარჩევი
2022 დეკ 07, 11:19 შ-მდე
0 წუთის საკითხავი

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრის წინა განხილვის დროს, ბობ რეთბანმა პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა. საბედნიეროდ ექიმებმა სწრაფად იმოქმედეს, ბობი კლინიკაში გადაიყვანეს, უკვე კონტაქტურია და თავს კარგად გრძნობს.

მაყურებელმა კი მცირე შოკი მიიღო. ბობ რეთბანი ატლანტა ჰოუკსის მატჩებს 1996 წლიდან უძღვება, ამჯერად ეთერში დომინიკ ვილკინსთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც საერთოდ ვერ გაერკვა თუ რა მოხდა.

ატლანტა ჰოუკსი 114:121 დამარცხდა ოკლაჰომასთან.