სარჩევი

კალანდარი ისე დალაგდა რომ ფინიქსმა და სან ანტონიომ ზედიზედ ორი შეხვედრა გამართეს. პირველმა მოლოდინი აბსოლუტურად გაამართლა, გადააჭარბა კიდეც და სპურსმა საოცარი მატჩი მოატრიალა. ამან რევანშის მოლოდინი გაზარდა, მაგრამ პოპოვიჩის ბიჭებმა ისევ იმარჯვეს, თან სპურსის ვუნდერკიდმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებლით დახურა შეხვედრა.

ფინიქსი vs სპურსი – დუბლი მეორე

ფინიქსს ბუკერი დაუბრუნდა, მაგრამ მაინც უშანსოდ წააგეს. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ, დარბაზში ფინიქსის ფანებსაც კი ეცინებოდათ, არასდროს ყოფილა შეტევის დასრულება ასე მარტივი. ვემბის სიმაღლე ბოლომდე გამოიყენეს, უბრალოდ გადაკიდე მაღალი ბურთი და იქ ვემბის ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

მეორე მხრივ პერიმეტრზეც ძალიან კარგია, ამიტომ, მისი შეჩერება წარმოუდგენლად რთული ხდება, დაამატეთ ამას ის ამბავიც რომ კარგი დრიბლიორია და ასაკისთვის შეუფერებლად დაბრძენებული.

ვემბი ვარსკვლავია, და როგორც წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ ერთადერთი კითხვის ნიშანის გამძლეობასთან დაკავშირებით ისმება. ჩვენ კი მივყვეთ ნელ-ნელა და პასუხსაც სეზონის ბოლოს მივიღებთ.

სან ანტონიომ 132:121 მოიგო.

სანდრო მამუკელაშვილს არც ამჯერად უთამაშია.

ვინმემ ეს უნდა გააკეთოს, ხვალ, შესაძლოა ეს ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელი იყოს”, – თქვა ვემბიმ 38 ქულიან მატჩზე. მაგრამ მეეჭვება მის გარდა ვინმემ 38 ქულა ჩააგდოს, თან ფინიქსის დონის გუნდთან. შეეცადა თავმდაბალი დარჩენილიყო და გუნდურ თამაშზე გაეკეთებინა აქცენტი, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, – “ყველა თამაშში ვცდილობთ რომ მეტოქეს სუსტ წერტილში მივაყენოთ დარტყმა, გუნდი ასე მუშაობს”.

მრავალმხრივი მოთამაშეა, თავისუფალ თანაგუნდელს არასდროს უგვიანებს პასს, რამდენიმე მისი მოქმედება მართლაც შესანიშნავი იყო, თავდაჯერებულია და ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს”, – თქვა თამაშის შემდეგ გრეგ პოპოვიჩმა.
  • კევინ დურანტმა 37 წუთში 28 ქულა დააგროვა, 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 6 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი დააგროვა. FG – 10/15.
  • დევინ ბუკერის ანგარიშზე 35 წუთში 31 ქულაა, პლუს 9 მოხსნა და 13 ასისტი. დევინს ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/19.
  • მატჩის MVP-ის ანგარიშზე 34 წუთში 38 ქულაა. ამას 10 მოხსნაც მიამატა და ორმაგი დუბლი შეასრულა. 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. პლუს 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ფილადელფია vs ტორონტო – 114:99

პელიკანსი vs დეტროიტი – 125:116

იუტა vs ორლანდო – 113:115

გოგა ბითაძეს არ უთამაშია.