NBA-ში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, ხვალ კი უკვე თასის ფორმატში გაგრძელდება თამაში. საინტერესო გამოდგა დალასისა და ნიუ ორლეან პელიკანსის შეხვედრა. იშვიათია რომ ინგრამი და ზაიონი ერთად იყვნენ პარკეტზე, და როცა არიან, ნამდვილად ღირს რომ თვალი შეავლო.

დალასი vs პელიკანსი

დალასმა მშვიდად მოიგო, უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ, არც კითხვის ნიშნის ქვეშ დაუყენებიათ. გასაგებია, რომ ზაიონი და ინგრამი დიდი ძალაა, მაგრამ როცა ლუკა და კაირი არიან პარკეტზე, ნიუ ორლეანელები არც ისე საშიშად გამოიყურებიან.

დალასმა 136:124 მოიგო.

  • ბრენდონ ინგრამის ანგარიშზე 31 წუთში 20 ქულაა. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. დააგროვა ხუთი მოხსნა და ხუთი ასისტი. FG – 9/17.
  • ზაიონის ანგარიშზე 27 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაა.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა ვალანჩუნასმა – 15 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ბლოკი. 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
  • კაირი ირვინგმა 29 წუთში 35 ქულა დააგროვა, 6 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკია მის ანგარიშზე. 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 13/20.
  • დონჩიჩის ანგარიშზე 28 წუთში 30 ქულაა, 4 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ჩაჭრა. 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/18.

პელიკანსის ბალანსი 4/6 ზეა, დალასის 8/2.

Dallas Mavericks vs New Orleans Pelicans Full Game Highlights | Nov 12 | 2024 NBA Season

კლიპერსი vs მემფისი

მოხუცი ვარსკვლავების კლიპერსი მემფისს შეხვდა და 101:105 დამარცხდა. მემფისში კვლავ არ თამაშობს ჯა მორანტი. კაცმა არ იცის ფსიქოლოგთან გადის თერაპიის კურსებს თუ ისევ იარაღს ათამაშებს ხელში, მაგრამ ფაქტია რომ პარკეტზე არ არის.

მიუხედავად ამისა, მემფისი მაინც ახერხებს გამარჯვებას. დესმონდ ბეინისა და მარკუს სმარტის ლიდერობით. არ თამაშობს არც დერიკ როუზი. ყველას გვინდა კარგ ფორმაში ვიხილოთ, მაგრამ მის შემთხვევაში არასდროს არის საქმე მარტივად.

  • დესმონდ ბეინის ანგარიშზე 35 წუთში 27 ქულა, 4 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკია.
  • კლიპერსიდან პოლ ჯორჯი გამოირჩა – 26 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი, 2 ჩაჭრა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

დრო იქნება საჭირო შესათამაშებლად. თუ საერთოდ გამოვიდა ეს ამბავი, რადგან უესტბრუკისა და ჰარდენის ერთად თამაში ყოველთვის პრობლემური იყო. თავად სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ რეალობა განსხვავებულია.

LA Clippers vs Memphis Grizzlies Full Game Highlights | Nov 12 | 2024 NBA Season

ტაირის შოუ

ფილადელფიამ ინდიანა პეისერსი 137:126 დაამარცხა. პეისერსმა ჯოელ ემბიდისა და მაქსის შეჩერება ვერ შეძლეს. რა ავანსიც მაქსიზეა გაცემული, ჯერჯერობით მაქსიმალურად მართლდება.

  • ტაირისს კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა – 39 წუთში 50 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ბლოკი დააგროვა. 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. FG – 20/32.
  • ჯოელ ემბიდის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 37 ქულა, 13 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/26.

ემბიდისა და მაქსის დუეტი ძალიან კარგად გამოიყურება. შესაძლოა, დროთა განმავლობაში გამოჩნდეს, რომ ჰარდენის წასვლა პირიქით წაადგება ფილადელფიას.

Tyrese Maxey Scores CAREER-HIGH 50 Points! | November 12, 2023

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • ბრუკლინი vs ვაშინგტონი – 102:94
  • ჩიკაგო vs დეტროიტი – 119:108
  • ჰიუსტონი vs დენვერი – 107:104
  • სან ანტონიო vs მაიამი – 113:118
  • ფინიქსი vs ოკლაჰომა – 99:111
  • გოლდენ სტეიტი vs მინესოტა – 110:116
  • ლეიკერსი vs პორტლენდი 116:110