სარჩევი
2022 დეკ 19, 10:48 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

მორიგი შეხვედრები გაიმართა NBA-ში, დენვერმა 119:115 დაამარცხა შარლოტი. ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს, – 40 წუთში 40 ქულა, 27 მოხსნა! და 10 შედეგიანი გადაცემა. იოკიჩი ამტკიცებს, რომ დიდი ვარსკვლავია და წინა სეზონის MVP-ის ჯილდოც დამსახურებულად მიიღო. შარლოტიდან საუკეთესო ლამელო ბოლი იყო, – 31 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი.

ლეიკერსმა 119:117 დაამარცხა ვაშინგტონი. კვლავ ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს, – 33 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. ესნტონი დევისს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ვაშინგტონიდან კარგი მაჩვენებელი ჰქონდათ ბრედლი ბილსა და კაილ კუზმას. ბრედლის ანგარიშზეა 29 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი. კუზმას 22 ქილა, 16 მოხსნა და 2 პასი ჰქონდა.

ტორონტომ გოლდენ სტეიტს უმასპინძლა და 110:126 დამარცხდა. სტეფ კარის არყოფნაში საუკეთესო მატჩი ჰქონდა ჯორდან პულს, – 35 წუთი პარკეტზე, 43 ქულა, 1 მოხსნა და 6 პასი. 17-17 ქულას მოუყარეს თავი კლეი ტომპსონმა და დრემონდ გრინმა.

კარგი თამაში ჰქონდა პასკალ სიაკამს, – 27 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ბოსტონი – ორლანდო 92:95

ინდიანა – ნიუ იორკ ნიკსი 106:109

დეტროიტი – ბრუკლინი 121:124

მინესოტა – ჩიკაგო 150:126