NBA – იოკიჩმა ლებრონსა და კიდს გადაასწრო

NBA-ში მორიგი დღის თამაშები გაიმართა. პროცესში გამოჩნდება როგორ იმოქმედებს მოთამაშეებზე ახალ ტურნირში ჩაბმა. თან რეგულარულს ითამაშებენ, თან ასის ფორმატში განაგრძობენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ბევრი რამ ვნახეთ, კლიპერსში ვეტერანთა დიდი ოთხეული შეიკრა – კავაი, ჯორჯი, უესტბრუკი და უკვე ჯეიმს ჰარდენიც. ვნახეთ კემ ტომასის 45 ქულა, ჯოელ ემბიდის 48 ქულა და ორმაგი დუბლი, და რაც მთავარია, ნიკოლა იოკიჩის მორიგი სამმაგი დუბლი, ჯოკერმა ლებრონსა და კიდს გადაასწრო.

დენვერი vs პელიკანსი

მიყვარს ზაიონ უილიამსონის თამაშის ყურება, ეჭვგარეშეა რომ ძალიან დიდი ტალანტია, NBA-ის მომავალი სახე, მის პრობლემებზე აღარ ვილაპარაკებ, ისედაც ყველაფერი ნათელია, ზაიონი ისევ მძიმე წონით მოძრაობს, ამჯერად იმაზე გავაკეთებ აქცენტს უთამაშებლობას რა მოაქვს.

ხშირად უწევდა იოკიჩის წინააღმდეგ თამაში და პატარა ბავშვივით გამოიყურებოდა, ზაიონი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, სადებიუტო სეზონში ისე გამოგლიჯა ბურთი იანისს რომ მსგავსი არაფერი მინახავს, მაგრამ მხოლოდ ძალით NBA-ში ვერაფერს გახდები. სწორედ იოკიჩთან დაპირისპირებაში გამოჩნდა რომ ზაიონს ძალიან ბევრი აქვს სასწავლი. სწორედ აქ გამოჩნდა რომ ამ დროის მანძილზე სათანადოდ ვერ გაიზარდა, ახლა წარმოიდგინეთ, იოკიჩის წინააღმდეგ რომ ორჯერ მეტი თამაში ჰქონდეს ჩატარებული, რა თქმა უნდა, გაცილებით წინ იქნებოდა, ვერცერთი ვარჯიში ვერ შეედრება იმას, რასაც ამ კაცის წინააღმდეგ ისწავლი.

იოკიჩი გენერალია. გუნდის წინამძღოლი. დენვერში ძალიან კარგი განწყობაა. ჩემპიონატი ახლა დაიწყო, მაგრამ კარგად ჩანს, რომ დენვერი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

ჯოკერმა მორიგი სამმაგი შეასრულა, ლებრონ ჯეიმსსა და ჯეისონ კიდს გადაასწრო. იოკიჩის წინ სამი მოთამაშეა – მეჯიქ ჯონსონი, ოსკარ რობერტსონი და რასელ უესტბრუკი. შეძლებს თუ ვერა ამ რეკორდის მოხსნას? არ ვიცი, გენერალი მხოლოდ 28 წლის არის, წინ ბევრი წელია, მისგან არაფერი გამიკვირდება.

დენვერმა პელიკანსი ბოლო მეოთხედში გატეხა და 134:116 დაამარცხა.

  • იოკიჩის ანგარიშზე 36 წუთში 35 ქულაა. 14 მოხსნა, 12 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. ჯოკერმა 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 15/24.
  • სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ზაიონ უილიამსონს – 37 წუთში 20 ქულა ჩააგდო. 10 მოხსნა და 9 ასისტი, პლუს 2 ჩაჭრა. ზაიონს სამქულიანი არ უსვრია. FG – 10/22.
  • ბრენდონ ინგრამმა 22 ქულა დააგროვა, ჯორდან ჰოკინსმა კარიერის პიკი – 31.

ორლანდო vs დალასი

ლეიკერსთან ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ გოგა ბითაძემ 22 წუთი მიიღო დალასთან. ლეიკერსთან ორმაგ დუბლს (10 ქულა, 10 მოხსნა) 5 ბლოკიც მიაყოლა. ამ კომპონენტში ნამდვილად შეუძლია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი მოთამაშე იყოს. დალასთან კი 6 მოხსნა და 7 ქულა დააგროვა. FG – 3/5. ერთი სამქულიანი ისროლა არაზსუტად. ასევე ჰქონდა 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი.

  • 22 ქულით დახურა შეხვედრა პაოლო ბანჩერომ.
  • კაირი ირვინგმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 21 ქულა, 10 მოხსნა.
  • ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 29 ქულაა – 10-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • დეტროიტი vs გოლდენ სტეიტი – 109:120
  • ინდიანა vs სან ანტონიო – 152:111
  • ფილადელფია vs ვაშინგტონი – 146:128
  • ბრუკლინი vs მილუოკი – 125:129
  • მაიამი vs ლეიკერსი – 108:107
  • ნიქსი vs კლიპერსი – 111:97
  • ჩიკაგო vs იუტა – 130:113
  • ჰიუსტონი vs საკრამენტო – 122:97
  • მინესოტა vs ბოსტონი – 114:109
  • ოკლაჰომა vs ატლანტა – 126:117
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე