სარჩევი
2023 იან 03, 14:10 შშ
1 წუთის საკითხავი

ლუკა დონჩიჩის წარმოუდგენელი სამმაგი დუბლისა და ზაიონ უილიამსონის კარიერის საუკეთესო მატჩის შემდეგ, კიდევ ერთი დიდი სანახაობა ვნახეთ.

კლივლენდმა ჩიკაგოს უმასპინძლა და 145:134 დაამარცხა. დონოვან მიჩელმა 11 შედეგიანი გადაცემა, 8 მოხსნა და 71 ქულა დააგროვა!

მიჩელი გახდა მეშვიდე კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელიც 70-ქულიან ნიშნულს გადასცდა. მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე შეგნებულად გააცუდა საჯარიმო, თავადვე მოხსნა და ანგარიში გაათანაბრა.

26 წლის მიჩელი უილტ ჩემბერლენის, კობი ბრაიანტის, დევიდ ტომსონის, დევიდ რობინსონის, ელჯინ ბეილორისა და დევინ ბუქერის სიას შეუერთდა. მხოლოდ მათ შეძლეს ერთ შეხვედრაში 70, ან მეტი ქულის დაგროვება.

ჩიკაგოს შემადგენლობაში 3 მოხსნა, 4 პასი და 44 ქულა დააგროვა დემარ დეროზანმა.

ბრუკლინმა 139:103 დაამარცხა სან ანტონიო. დურანტის ანგარიშზე 25 ქულა, 3 მოხსნა და 11 პასია. კაირი ირვინგმა 27 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

ბრუკლინის ბალანსი 25-12 ზეა.

ფილადელფიამ 120:11 დაამარცხა პელიკანსი. საუკეთესო იყო ჯოელ ემბიდი, 42 ქულით, 11 მოხსნითა და 5 პასით.

ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 27 ქულა, 2 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაა.

პელიკანსის შემადგენლობაში 26-26 ქულა დააგროვეს ზაიონ უილიამსონმა და სიჯეი მაკოლუმმა. ბრენდონ ინგრამი ისევ არ გამოჩენილა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ნიუ იორკ ნიქსი – ფინიქსი 102:83

შარლოტი – ლეიკერსი 115:121

ნდიანა – ტორონტო 122:114

ჰიუსტონი – დალასი 106:111

მინესოტა – დენვერი 124:111

გოლდენ სტეიტი – ატლანტა 143:141

პორტლენდი – დეტროიტი 135:106

კლიპერსი – მაიამი 100:110