ყველაფერი დასრულდა. მაიამიმ ერთიც გაიბრძოლა, მაგრამ ბევრისთვის უკვე გასაგები იყო რომ დენვერი სერიას აღარ გაწელავდა. უფრო ძლიერი გუნდია, თანაც, ყველა ასპექტში.
ჯიმი ბატლერის გამარჯვების წყურვილმა მაიამი ფინალში გაიყვანა. ეს უკვე წარმატებაა, თუმცა, როცა ფინალს აგებ მაინც ძალიან წარუმატებლად თვლი თავს.
იოკიჩის MVP
ნიკოლა იოკიჩმა მთელ ლიგაზე შური იძია და ფინალების MVP გახდა. აჩვენა ყველას რომ რეგულარული სეზონის საუკეთესოს ჯილდოსაც იმსახურებდა, ისედაც ძალიან საყოყმანო იყო ამ ჯილდოს ემბიდზე გაცემა, ახლა კი არათუ საყოყმანო, ცოტათი სასაცილოც კი ჩანს.
ნიკოლამ ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა ფინალებში ჯიმი ბატლერთან, არც მენტალური სიმყარით ჩამორჩება, არც გამარჯვების წყურვილით, აი, ჯობნით კი ბევრ რამეში სჯაბნის.
Game 5 მაიამის უპირატესობით დაიწყო. პირველი ნახევრის შემდეგ 7 ქულიანი დისტანცია ჰქონდათ. მესამე მეოთხედში დენვერმა მოიპოვა უპირატესობა, ბოლო მეოთხედი კი ქულა-ქულაში წავიდა. გადამწყვეტი ჯიმი ბატლერის არაზუსტი სამიანი აღმოჩნდა, დენვერმა ბურთი ხელებში მოიგდო და ყველაფერი დასრულდა.
ასე დადგა დენვერ ნაგეთსის ოქროს ხანა, ეს მათი პირველი ჩემპიონობაა. ნიკოლა იოკიჩი კი სრულიად დენვერის სახალხო გმირია.
სტატისტიკა
იოკიჩის ანგარიშზე 28 ქულა, 16 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკია. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/16 ზე.
ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 21 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრაა. ჯიმიმ 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 5/18 ზე.
NBA-ის სეზონი დასრულებულია.