NBA-ში ქართული დღე იყო. ორლანდომ და სან ანტონიომ ითამაშეს, ბოთაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა, სანდრო მამუკელაშვილს კი ურჩევნია გუნდის გამოცვლაზე იფიქროს.
სანდრო აღარ არის ისეთი ახალგაზრდა რომ ჯერ კიდევ პერსპექტიული ვეძახოთ და იმ წუთებით დაკმაყოფილდეს, რომელსაც პოპოვიჩი გადაუგდებს, მით უმეტეს, როცა იმ მცირე დროშიც ამტკიცებს რომ მეტს იმსახურებს.
ჩვენი დროით გამთენიისას კი ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და დალას მავერიქსის საინტერესო შეხვედრა დასრულდა.
ორლანდო vs ატლანტა
დასანანია, ორლანდო სულ რაღაც ორი ქულით დამარცხდა – 104:106. პირველი და ბოლო მეოთხედი თანაბრად დასრულდა, მეორე მეოთხედი ორლანდომ მოიგო და აღმოჩნდა რომ მესამე მეოთხედი იყო გადამწყვეტი სადაც ატლანტამ მცირე გაქცევა შეძლო.
ორმაგი დუბლის შესრულება ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორმა მოთამაშემ შეძლო – ტრეი იანგმა და გოგა ბითაძემ.
მორიგი მაგარი შეხვედრა ჰქონდა პაოლო ბანჩეროს, ბოლო მეოთხედშიც გაიბრწყინა, რვა წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანავრა, ორლანდო ახლოს იყო ოვერტაიმთან, მაგრამ მარიმ (26 ქ, 5 მ, 5 ა) ბაზერ ბითერით თამაში დაამთავრა.
- პაოლო ბანჩეროს ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 5-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/25.
- გოგა ბითაძემ 24 წუთი ითამაშა, ამ დროის მანძილზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი, ერთი ჩაჭრა და 2 ბლოკი ჰქონდა. FG – 5/8.
- ტრეი იანგის ანგარიშზე 18 ქულა, 12 ასისტი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. ექვსი სამქულიანიდან ერთი ზუსტად ისროლა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილამდე დაქვეითდა (22/19), ატლანტა ჰოუკსი მეათე ადგილს იკავებს (17/23).
ორლანდო მომდევნო შეხვედრას ფილადელფია სიქსერსთან გამართავს, ატლანტა მაიამის შეხვდება.
ბოსტონი vs სან ანტონიო
დავიწყოთ იმით რომ სან ანტონიო ისევ დამარცხდა, მაინცდამაინც ბოსტონთან რატომ უნდა მოეგოთ, როცა თითქმის ყველასთან აგებენ და მყარად აქვთ გადაწყვეტილი რომ ეს სეზონიც ჩააგდონ.
გავაგღძელოთ სანდრო მამუკელაშვილით – ამჯერად ხუთი წუთი დაუთმეს. სანდრომ ორი ქულა და 2 მოხსნა მიითალა. ორი სროლიდან ერთი ჩააგდო, მეორე სროლა სამქულიანი იყო და არაზუსტი გამოდგა.
ვემბიმ ორმაგი დუბლის შესრულება ვერ შეძლო, მაგრამ კარგი თამაში ჰქონდა, სან ანტონიოს თუ ვინმე შეხედავს, მხოლოდ იმიტომ რომ ვემბანიამას თამაშს უყუროს. სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ადამიანს არ ვიცი, ალბათ, მხოლოდ პერსონალური, როგორც ქართველებს აქვთ და რაღაც მხრივ შესაძლოა ნოსტალგიაც თამაშობდეს თავის როლს, ძველი სან ანტონიოს ჩრდილის ძიებაში.
- ვემბის ანგარიშზე 27 წუთში 27 ქულაა, 5 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ბლოკი. ექვსიდან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/19.
ჯეისონ ტეიტუმი კი ვიქტორის სიმაღლეს ნამდვილად არ შეუშინდა, რამდენჯერმე თავზეც გადაავლო ბურთი, თამამად შედიოდა სამწამიანში და როგორც წესი, წარმატებულად ასრულებდა შეტევებს.
- ტეიტუმის ანგარიშზე 32 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტია. 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/21.
ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ საფეხურზეა (32/9). სან ანტონიო დასავლეთში ბოლო ადგილზეა (7/33).
მომდევნო შეხვედრაში ბოსტონი დენვერს შეხვდება, სან ანტონიო – შარლოტს.
ლეიკერსი vs დალასი
წინა სეზონისა არ იყოს, არც ამჯერად მჯერა რომ ლეიკერსი და დალასი პლეიოფში ითამაშებენ. მე მგონი, რომ რომელიმე მიღმა უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, არ გვსურს ეს, რადგან სუპერ ვარსკვლავების პლეიოფში ხილვა ცალკე სიამოვნებაა, მაგრამ გუნდები ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევენ.
იშვიათად რომ სამივე ლეიკერს წაუვიდეს თამაში – ლებრონს, დევისს და რასელს. ეგ კი არა, ისიც იშვიათია, რომ სამივე ჯანმრთელი იყოს. დალასთან ასე მოხდა და ამ სამმა თამაში მოიგო.
მეორე მხარეს კი კაირი ირვინგი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თორემ ლუკა დონჩიჩი გაწყდა წელში, სამი კაცის საქმის კეთებით.
საერთო ჯამში სამეულმა 82 ქულა დააგროვა:
- ლებრონის ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრაა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/19.
- დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 29 ქულა, 12 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. სულ რაღაც ერთი ასისტი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. FG – 12/17.
- რასელის ანგარიშზე 29 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტია. სროლები წაუვიდა და 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/20.
- სამაგიეროდ დონჩიჩმა შეასრულა სამმაგი დუბლი – 33 ქულა, 13 მოხსნა, 10 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, FG – 12/24.
ლეიკერსმა 127:110 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის მეათე ადგილზეა (21/21), მავერიქსი (24/18) კი მეშვიდე საფეხურს იკავებს.
ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას ბრუკლინთან ჩაატარებს, დალასი კი გოლდენ სტეიტთან.
რეგულარული სეზონი
- დეტროიტი vs მინესოტა – 117:124
- კლივლენდი vs მილუოკი – 135:95
- ნიქსი vs ჰიუსტონი – 109:94
- ტორონტო vs მაიამი – 121:97
- პელიკანსი vs შარლოტი – 132:112
- პორტლენდი vs ბრუკლინი – 105:103