სარჩევი
2022 დეკ 14, 13:15 შშ
1 წუთის საკითხავი

NBA-ის რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდო ამიერიდან მაიკლ ჯორდანის სახელობის იქნება. ახალ დიზაინზე ვიქტორ სოლომონმა იმუშავა, ჯორდანი საბოლოო ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა. მაიკლ ჯორდანი ხუთჯერ გახდა რეგულარული სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე, და ძალიან გაბრაზდა, როცა ამის გაკეთება ერთხელ ვერ შეძლო, მოგეხსენებათ, ჯორდანი ექვსჯერ არის ფინალების MVP, რეგულარული სეზონის მიხედვით კი ერთხელ კარლ მელოუნს ხვდა ეს პატივი წილად.

ახალი ჯილდო 23,6 ინჩის სიმაღლისაა და 23,6 ფუნტს იწონის, – წარმოდგენილია ჯორდანის 23 ნომრიანი მაისურისა და მოგებული ბეჭდების ინიციალები.

ჩვენი ახალი კოლექცია საშუალებას გვაძლევს ერთი მხრივ დავაჯილდოვოთ ახალი მოთამაშეები, მეორე მხრივ კი პატივი მივაგოთ ლეგენდებს, რომელთაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდათ თამაშზე“, – თქვა NBA-ის კომისარმა, ადამ სილვერმა.

გარდა ამისა, ლეგენდების სახელები მიენიჭა და გაიცემა სხვა ჯილდოებიც, მაგალითად:

The NBA Clutch Player of the Year – ჯერი ვესტის სახელობის იქნება.

სეზონის საუკეთესო მცველის ჯილდო – ჰაკიმ ოლაჯუვონის სახელობის იქნება.

საუკეთესო დებიუტანტის ჯილდო – ვილტ ჩემბერლენის სახელობის იქნება.

The NBA Sixth Man of the Year – ჯონ ჰავლიჩეკის სახელს ატარებს.

ყველაზე განვითარებადი მოთამაშე – ჯორჯ მიკანის სახელს ატარებს.