რეგულარული სეზონი გრძელდება, სულ მცირე დრო რჩება პაუზამდე და მერე All Star-იც გველის, მანამდე კი საინტერესო შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებით გამოსარჩევია მილუოკი-დენვერისა და მინესოტა-კლიპერსის შეხვედრა.
ჰოდა, მივყვეთ ეტაპობრივად.
მილუოკ ბაქსი vs დენვერ ნაგეთსი
თამაში თანაბრად დაიწყო, მოსაწყენად საქმე არავის ჰქონია, ატენტოკუმპო ტრადიციულად აგრესიული იყო, იოკიჩის სიმშვიდე თავის აფეთქებებით კი ცალკე თემაა და ალბათ ამაზე დისერტაციაც დაიწერება.
ბაქსს ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება ახალი მწვრთნელის ხელში, გამარჯვება ძლიერ მეტოქეთან, გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან, ცოტა არ იყოს შეირყა რწმენა ამ ორგანიზაციის მიმართ და ახლა ყველაფერი თავიდან არის დასაწყები.
რა თქმა უნდა, დროა საჭირო რომ დოკ რივერსმა თავისი მეთოდოლოგია დანერგოს და ახალი იდეები მიიტანოს მოთამაშეებამდე, ჰოდა, როგორც ჩანს, ეს დრო უკვე გავიდა, გუნდი კი რაღაცას დაემსგავსა.
პირველი მეოთხედი მილუოკიმ 28:23 მოიგო.
მეორე მეოთხედის დასაწყისში იოკიჩმა დაისვენა და ბაქსი 17 ქულით გაიქცა, მეოთხედის შუაწელს სხვაობა ჯერ 19 ქულამდე, შემდეგ კი 21 ქულამდე გაიზარდა. საბოლოოდ, მაქსიმალური სხვაობა 22 ქულა დაფიქსირდა.
ბაქსმა მეოთხედი 32:21 მოიგო, მესამე მეოთხედის დასაწყისში ანგარიში 60:44 იყო.
მესამე მეოთხედში ბაქსმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. იოკიჩის გაბრძოლება დაჭრილი დათვის მოქნეულ თათს ჰგავდა. დენვერმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლო შედარებით ნორმალური ანგარიში დაეფიქსირებინა – 112:95.
- იანისმა 30 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 36 ქულა, 18 მოხსნა, 5 ასისტი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი. FG – 14/19.
- დემიენ ლილარდის ანგარიშზე 23 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტია. 5-დან 2 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა. FG – 6/15.
- ჯოკერს კი ორი ასისტი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მის თანაგუნდელებს რომ უკეთ ეთამაშათ სამმაგიც აუცილებლად დაიდებოდა. იოკიჩის ანგარიშზე 29 ქულა, 12 მოხსნა და 8 ასისტია. 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, FG – 13/25.
ბაქსი (35/19) აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზეა, ჩამორჩება კლივლენდსა და ბოსტონს. დენვერი (36/18) დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, ჩამორჩებიან ოკლაჰომას, კლიპერსსა და მინესოტას.
მილუოკი მომდევნო შეხვედრას მაიამისთან გამართავს. დენვერი კი საკრამენტოს შეხვდება.
მინესოტა ტიმბერვულვზი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი
ანონსი დიდებული იყო, დასავლეთ კონფერენციის ლიდერები ხვდებოდნენ ერთმანეთს. კლიპერსი თავის ბებერი ვარსკვლავებით, რომელთაც სურთ თავი ყველას შეახსენონ რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ ბეჭდისთვის ბრძოლა და მინესოტას ახალგაზრდა მგლები, რომლებიც ძალიან საშიშ ძალად ჩამოყალიბდნენ.
პირველი მეოთხედი მინესოტამ 28:24 მოიგო. თუმცა, მთავარი ჰაილაითი კავაი ლეონარდს ეკუთვნის, რომელიც ისე აიწია ჰაერში და გადაატენა მთელ მინესოტას, როგორც კარიერის პიკში კადრულობდა.
მეორე მეოთხედში კლიპერსი უკეთესი იყო, ფინიშისკენ ანგარიში ჯერ გაათანაბრეს შემდეგ კი წინ გავიდნენ, ჯეიმს ჰარდენმა კი პირველი ნახევრის ბაზერ ბიტერიც გვაჩუქა – 53:49 კლიპერსის სასარგებლოდ.
მესამე მეოთხედში ახალგაზრდულმა ძალამ და ენერგიამ მაინც თავისი გააკეთა და მინესოტამ კლიპერსი წელში გაწყვიტა. ენტონი ედვარსის გამჩერებელი კაცი კლიპერსს ნამდვილად არ ჰყავს – 89:72 დაფიქსირდა მგლების სასარგებლოდ.
ბოლო მეოთხედში ედვარდსმა კლიპერსს ბოლო სამსჭვალიც ჩააჭედა და თამაში დაამთავრა – 121:100.
- ედვარდსის ანგარიშზე 23 ქულა, 7 მოხსნა, 8 ასისტი და 1 ჩაჭრაა. მიუხედავად იმისა, რომ სამქულიანები საშინლად ისროლა, მაინც საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა. 11-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო. დანარჩენი ათი სად ჯანდაბაში ისროლა ალბათ თავადაც არ იცის. FG – 8/18.
- ენტონი თაუნსის ანგარიშზე 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკია. 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/12.
- კავაი ლეონარდმა 18 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/17.
- პოლ ჯორჯმა ასევე 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. 8-დან 2 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა. FG – 5/16.
- ჯეიმს ჰარდენმა 17 ქულას, 2 მოხსნას, 6 ასისტს, 1 ჩაჭრასა და 1 ბლოკს მოუყარა თავი. 8-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. FG – 5/13.
- რასმა კი 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ამჯერად სამმაგი დუბლისგან ძალიან შორს იყო. 5-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, FG – 3/11.
რეგულარული სეზონი
- შარლოტ ჰორნეტსი vs ინდიანა პეისერსი – 111:102
მიკალ ბრიჯისის ანგარიშზე 20 ქულა, 10 მოხსნა და 7 ასისტია; - კლივლენდ კავალიერსი vs ფილადელფია სიქსერსი – 121:123
დონოვან მიჩელმა 36 ქულა ჩააგდო; - ატლანტა ჰოუკსი vs ჩიკაგო ბულზი – 126:136
29 ქულით დაასრულა შეხვედრა აიო დოსუმუმ; - ტორონტო რეპტორსი vs სან ანტონიო სპურსი – 99:122
ვემბიმ სამმაგი დუბლი შეასრულა – 27 ქულა, 14 მოხსნა და 10 ბლოკი!
- ჰიუსტონ როკეტსი vs ნიუ-იორკ ნიქსი – 105:103
27 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯეილენ ბრანსონმა; - მემფის გრიზლი vs ნიუ-ორლეან პელიკანსი – 87:96
- დალას მავერიქსი vs ვაშინგტონ ვიზარდსი – 112:104
ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 26 ქულა, 11 მოხსნა, 15 ასისტი; - იუტა ჯაზი vs გოლდენ სტეიტ უორიორზი – 107:129
ორმაგი დუბლი შეასრულა სტეფ კარიმ – 25 ქულა, 10 ასისტი;
სად ვუყუროთ?
NBA-ის შეხვედრებს შეგიძლიათ Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური.