NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის მთავარი მატჩი შედგა. მილუოკიმ ბოსტონს უმასპინძლა და ოვერტაიმში 131:125 დაამარცხა.
ის რომ თამაში ოვერტაიმში გადავიდა ბოსტონის ძალიან ძლიერ შემადგენლობაზე მიუთითებს. გუნდმა ფაქტობრივად რეზერვით ითამაშა ტოლსწორად მთავარ მეტოქესთან.
არ იყო ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ალ ჰორფორდი და მარკუს სმარტი.
სამაგიეროდ, მილუოკიმ სრული შემადგენლობით ითამაშა, – იანისი, ლოპესი, ჯრუ და მიდლტონი.
ბოსტონის რიგებში დერიკ უაითი გამოირჩა ორმაგი დუბლით, – 27 ქულა, 2 მოხსნა, 12 ასისტი და 2 ჩაჭრა.
ორმაგი დუბლი ჰქონდა გრანტ უილიამსსაც, – 12 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა.
ბლეიკ გრიფინის ანგარიშზე 15 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია.
მილუოკის რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულეს იანის ანტეტოკუნმპომ და კრის მიდლტონმა.
იანისის ანგარიშზე 36 ქულა, 13 მოხსნა, 9 ასისტი და 2 ბლოკია. სულ რაღაც ერთი ასისტი დააკლდა სამმაგ დუბლამდე.
მიდლტონმა 16 ქულა, 11 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. ამჯერად 25 წუთი დაუთმეს.
კვლავინდებურად უმაღლეს დონეზე ითამაშა ჯრუ ჰოლიდეიმ, – 40 ქულა, 5 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა. ჯრუმ 12-დან 8 სამქულიანი ჩააგდო, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია. მესამე მეოთხედის მიწურულს თავისი ნახევრიდან ჩააგდო, თამაშის ბოლოს კი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი – 40 ქულა დააფიქსირა.
მილუოკის ბალანსი 40-17 ზეა, ბოსტონის 41-17 ზე.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
- ტორონტო – ორლანდო 133:113
- ფინიქსი – საკრამენტო 120:109
- კლიპერსი – გოლდენ სტეიტი 134:124
- პორტლენდი – ვაშინგტონი 101:126