სარჩევი

გოლდენ სტეიტ უორიორზმა ბრუკლინს უმასპინძლა, როგორღაც მოახერხა და დამარცხდა. ბოლო ხუთ წუთში 12 ქულიანი უპირატესობა გაფლანგეს და 4 ქულით დამარცხდნენ.

გოლდენ სტეიტს შემადგენლობის მხრივ პრობლემა არ ჰქონია, სასტარტო ხუთეული პარკეტზე გავიდა, – გრინი, პული, ვიგინსი, ტომპსონი, კარი. სამაგიეროდ, ბრუკლინს კვლავ აკლია კევინ დურანტი, რომელიც მისი გუნდით ძალიან კმაყოფილი დარჩებოდა.

არც ისე დიდი ხნის წინ იყო შემადგენლობით უკმაყოფილება რომ გამოთქვა, ამ გუნდით როგორ უნდა მოვიგოო, ახლა კი ბრუკლინი მის გარეშე იგებს, თან უორიორზთან.

სტეფ კარიმ 26 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა. აღსანიშნია კუმინგას 20 ქულა 25 წუთში, პლუს სამი მოხსნაც მიითვალა.

ბრუკლინის შემადგენლობაში ისევ დაფრინავს კაირი ირვინგი, 40 წუთში 38 ქულა, 7 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა. ბოლო წუთებზე მოპოვებული უპირატესობაც მისი დამსახურებაა.

ძალიან კარგი თამაში ჰქონდა ნიკ კლაქსტონს, 24 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.

უორიორზის ბალანსი 23-24 ზეა, ბრუკლინის 29-17 ზე.

პორტლენდი vs ლეიკერსი

რისი გაკეთება არ შეუძლია ლებრონ ჯეიმსს? ლებრონ ჯეიმსს ნამდვილად არ შეუძლია ყურები ჩამოყაროს და პენსიაზე გავიდეს.

Not Today! – მისი ყოველდღიური შემოძახილი.

პორტლენდი ლეიკერსთან 112:121 დამარცხდა. დემიან ლილარდის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა და 10 ასისტია. ანფერნი სიმონსმა 31 ქულა და 2 ასისტი მიითვალა.

37 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ბლოკი – ეს მეფე ლებრონ ჯეიმსია!

გაიბრწყინა ტომას ბრაიანტმაც, 31 ქულა ჩააგდო! 14 მოხსნა და 1 ასისტიც მიითვალა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

მაიამი – პელიკანსი 100:96

ტორონტო – ნიუ იორკ ნიქსი 125:116

დენვერი – ოკლაჰომა 99:101

ფინიქსი – მემფისი 112:110