სარჩევი
2022 დეკ 21, 08:59 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

NBA-ში რეგულაული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ნიუ იორკ ნიქსმა გოლდენ სტეიტს უმასპინძლა და 132:94 დაამარცხა. უორიორზი კვლავ ტრავმირებული სტეფ კარის გარეშე თამაშობს. მეტი სივრცე მიეცა ჯორდან პულს, რომელიც ამართლებს და კარგ შედეგს აჩვენებს, მაგრამ მოსაგებად საკმარისი არ არის.

ნიუ იორკის შემადგენლობაში 23 წუთში 22 ქულა დააგროვა იმანუელ ქუიკლიმ, პლუს 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. 30 წუთში 21 ქულა ჰქონდა ჯეილენ ბრანსონს, სამი მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა.

ჯორდან პულმა შეხვედრა 26 ქულით დაასრულა, პლუს 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა. კლეი ტომპსონის ანგარიშზე 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასია. დრეიმონდ გრინმა კი 7 ქულას, 5 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ნიქსის ბალანსი 18-13 ზეა, უორიორზის 15-17 ზე.

სხვა შეხვედრები შემდეგი ანგარიშით დასრულდა:

დეტროიტი – იუტა 111:126

მაიამი – ჩიკაგო 103:113

ფინიქსი – ვაშინგტონი 110:113

დენვერი – მემფისი 105:91 – უნდა აღინიშნოს ჯა მორანტის 35 ქულა 38 წუთში, 1 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.