სარჩევი
2024 მაი 16, 14:03 შშ
3 წუთის საკითხავი

როგორც მოსალოდნელი იყო ბოსტონ სელტიკსმა მალევე მოამთავრა საქმე. კიდევ უფრო მარტივი გამოდგა ეს ამბავი დონოვან მიჩელის ტრავმის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ძალების დაზოგვითაც კი მოახერხეს კონფერენციის ფინალში გასვლა, სადაც ნიუ-იორკ ნიქსსა და ინდიანა პეისერსს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

გუშინ გამთენიისას გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, აქ სულ სხვა ამბავი გვაქვს, სულ სხვა დრამა და სულ სხვა დუელი. Game 6 წინ არის, ან მავერიქსი დახურავს სერიას, ან Game 7 გვექნება.

ბოსტონ სელტიკსი vs კლივლენდ კავალიერსი

არ ვიცი რამდენად წაადგება ბოსტონ სელტიკსს ასეთი გამარჯვება. დონოვან მიჩელის გარეშე დარჩენილი კლივლენდის დამარცხება. ამ გუნდს უკვე დიდი გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ სწორი დასკვნები გამოიტანონ, მაგრამ არის რაღაც, რისთვისაც მზად ვერ იქნები. როგორც ნიუ-იორკ ნიქსი, ისე ინდიანა პეისერსი თავიანთი შესაძლებლობების უმაღლეს ზღვარზე თამაშობენ. რომელიც არ უნდა გავიდეს ფინალში, ორივე გუნდი მზად იქნება ყველანაირი სცენარისთვის. ბოსტონს კი სულ სხვა საფეხურზე მოუწევს ასვლა, ბოსტონს გადართვა მოუწევს, რაც თავისთავად რთული საქმეა.

მიუხედავად ამისა, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, ბოსტონ სელტიკსი ფავორიტის რანგში დახვდება. ეს აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდია.

თი-დი არენა გაივსო ფინალში გასვლის მოლოდინით, რამდენიმე ძალიან გამორჩეული არენაა NBA-ში და ერთ-ერთი სწორედ ეს არენა გახლავთ. აქ უნახავთ დიდებული პერფორმანსები, როგორც თავიანთი გუნდის, ისე მეტოქის შესრულებით. აქ პლეიოფების ყველა დროის საუკეთესო პერფორმანსიც უნახავთ. რამდენადაც საყვარელია ბოსტონის მოთამაშეებისთვის ეს ადგილი, იმდენად საძულველია მეტოქისთვის, რამდენადაც მშვიდად გრძნობს თავს მასპინძელი, იმდენად საფრთხეშია მეტოქე.

ერთი სიტყვით, კლივლენდს შანსი არ ჰქონია.

ბოსტონმა 113:98 მოიგო და სერია დახურა – 4:1.

პირველი თანაბარი მეოთხედის (28:28) მერე ბოსტონმა მომდევნო სამი მეოთხედი მოგებით დაასრულა. კავალიერსის რიგებში დიდად ვერ გამოირჩა დარიუს გარლანდი, სამაგიეროდ, კარგი იყო ევან მობი.

  • მობის ანგარიშზე 33 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. სამიდან ვერცერთი სამიანი ვერ გამოიყენა, FG – 15/24.
  • სელტიკსის რიგებში ორმაგი დუბლი ჰქონდა ალ ჰორფორდს – 22 ქულა, 15 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი. 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/15.
  • ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა ჯეისონ ტეიტუმმა – 25 ქულა, 10 მოხსნა, 9 ასისტი და 4 ჩაჭრა. 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/16.

ოკლაჰომა სიტი vs დალას მავერიქსი

ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა მიმდინარე პლეიოფებში. დალას მავერიქსმა Game 5 მოიგო, თანაც გასვლაზე, ოკლაჰომაში, ახლა მთელი დალასი ფეხზე უნდა დადგეს და მავერიქსი ფინალში გავიდეს, და თუ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს, გადამწყვეტი მატჩის თამაში ისევ ოკლაჰომაში მოუწევთ.

ყველა აცნობიერებს რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. თუმცა, იმასაც ხვდებიან რომ დალასი ძალიან არასტაბილური გუნდია. ერთ დღეს შეუძლია საჩემპიონო ამბიციები გაჩვენოს, მეორე დღეს კი კითხვა გაგიჩნდება – საერთოდ როგორ მოხვდნენ პლეიოფში?

ბრწყინვალე იყო ლუკა დონჩიჩი, რომელმაც ამჯერადაც სამმაგი დუბლი შეასრულა – 31 ქულა, 10 მოხსნა, 11 ასისტი, 1 ბლოკი. 11-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/22.

ორმაგი დუბლი შეასრულეს პი.ჯეი ვაშინგტონმა (10 ქულა, 10 მოხსნა) და დერეკ ლაივლიმ (11 ქულა, 10 მოხსნა). კაირი ირვინგის ანგარიშზე 12 ქულაა.

რაც შეეხება ოკლაჰომას მოთამაშეების მონაგარს, აქ მხოლოდ შაი გამოირჩა, ამჯერად ვერ მიიღო ის მხარდაჭერა, რაც წინა შეხვედრებში ჰქონდა, ჯეილენ ბრანსონი უკეთეს დახმარებას იღებს თავის გუნდისგან, ვიდრე, შაიმ მიიღო ამ თამაშში.

მის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკი. 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/22.

Game 6 19 მაისს გაიმართება, თბილისის დროით 04:00 ზე.