სარჩევი
2022 დეკ 09, 09:57 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

NBA-ში სამი შეხვედრა გაიმართა, მაიამიმ 115:110 დაამარცხა ლოს ანჯელეს კლიპერსი, საუკეთესო იყო ბემ ადებაიო, 36 წუთში 31 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი გააკეთა. ჯიმი ბატლერმა 26 ქულას, 5 მოხსნასა და 8 პასს მოუყარა თავი. კლიპერსიდან საუკეთესო იყო პოლ ჯორჯი, – 29 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი.

სან ანტონიომ 118:109 დაამარცხა ჰიუსტონ როკეტსი. კარგი მატჩი ჰქონდა თრი ჯოუნსს, – 26 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი. გუნდებს იდენტური ბალანსი აქვთ, – 7-18.

სანახაობრივი გამოდგა დღის ცენტრალურ შეხვედრა, პორტლენდი დენვერის წინააღმდეგ, ლილარდი იოკიჩის წინააღმდეგ.

პორტლენდი სულ რაღაც ერთი ქულით დამარცხდა, – 120:121. დემიან ლილარდმა 38 წუთი დაჰყო პარკეტზე, მოაგროვა 40 ქულა, 4 მოხსნა, 12 პასი. ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე 33 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასია.

შეხვედრის გმირი ჯამალ მარი გახდა, ერთი წამით ადრე ჩააგდო უკანასკნელი სამქულიანი.

პორტლენდის ბალანსი 13-12 ია, დენვერის 15-10.