სარჩევი
2022 დეკ 07, 11:20 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრაში ჰიუსტონ როკეტსმა ფილადელფია სიქსერსს უმასპინძლა და 132:123 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახდა, 39 ქულით, 7 მოხსნითა და 3 პასით, თუმცა, ეს მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა. შედარებით მოკრძალებული იყო ჯეიმს ჰარდენი – 21 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი.

ჰიუსტონიდან ყველაზე მეტი ქულა ჯეილენ გრინმა დააგროვა, 27 ქულას 4 მოხსნა და 7 პასიც მიამატა.

ჰიუსტონის ბალანსი 7-17 ია, ფილადელფიას 12-12.

გოლდენ სტეიტ ვორიორზი 104:112 დამარცხდა ინდიანა პეისერსთან. სტეფ კარიმ მხოლოდ 12 ქულის დაგროვება შეძლო. გოლდენიდან საუკეთესო იყო კლეი ტომპსონი – 28 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი.

პეისერსის შემადგენლობაში 31 ქულის მოგროვება შეძლო ენდრიუ ნემბარდმა, ამას 8 მოხსნა და 13 პასიც შემატა. გოგა ბითაძეს არც ამჯერად მიუღია შეხვედრაში მონაწილეობა.

ვორიორზის ბალანსი 13-12 ია, პეისერსის 13-11.

ცენტრალურ შეხვედრაში დალასმა ფინიქსი დაამარცხა 130:111. ლუკა დონჩიჩმა 33 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. ფინიქსიდან საუკეთესო დეანდრე ეიტონი იყო, მის ანგარიშზე 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი.