სარჩევი

დალას მავერიქსი დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონია. ჩაყრილმა საფუძველმა შედეგი გამოიღო, რა თქმა უნდა, რისკიც იყო კაირის გაფორმება, მაგრამ ახლა კითხვები აღარ არსებობს, დალასმა და ლუკამ მიიღეს ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტად აკლდათ.

კარგის მეტი არაფერი გვეთქმის მინესოტა ტიმბერვულვზზე, კარგად დაბალანსებული გუნდია, როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი მოთამაშეებით, ფაქტია, რომ მზარდი კოლექტივია და სუპერვარსკვლავის ირგვლივ შეუძლიათ საჩემპიონო გუნდის ჩამოყალიბება. ამჟამინდელი გზა კი ის აუცილებელი გამოცდილება იყო, რომლის გარეშეც წარმატება ვერ მიიღწევა.

Game 5-ში ყველაფერი დასრულდა. კითხვები არ ყოფილა. დალასმა მინესოტა გაანადგურა.

MVP-ი ლუკას

ლუკამ პირველივე მეოთხედში მოკლა მოწინააღმდეგე. ოთხი სამქულიანი ჩააგდო, თუმცა, მხოლოდ ამაში არ არის საქმე, ისეთი სამქულიანები ჩააგდო, რომელიც მეტოქეზე, როგორც წესი, დამთრგუნველად მოქმედებს, აგრძნობინებს, რომ მათი დღე არ არის, აგრძნობინებს, რომ პუტკუნა სლოვენიელს ყველაფერი შეუძლია, მისი გამჩერებელი კი არავინაა.

ლუკამ პირველ მეოთხედში მინესოტას 20:19 მოუგო. დალასმა 35:19-ი.

მეორე მეოთხედში კაირიც ჩაირთო და მიესოტასგან აღარაფერი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ედვარდსსა და თაუნსსაც ჰქონდათ გამონათებები. მეორე მეოთხედი დალასმა 34:21 მოიგო.

ასე რომ, პირველი ნახევარი დალასმა 69:40 დახურა, ამ დროისთვის ლუკასა და კაირის ანგარიშზე ერთობლივი 44 ქულა იყო. ყველაფერი აქ დასრულდა. დალასი 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა სუპერფინალში, შრგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ სწორედ ამ წელს იზეიმა თავისი პირველი და ერთადერთი ჩემპიონობა.

მეორე ტაიმში დალასმა მინესოტა ახლოს აღარ გაიკარა და მშვიდად მიიყვანა საქმე დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონობამდე.

ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, არ მჯერა რომ ფინალში ვართ“, – თქვა დასავლეთ კონფერენციის ფინალების საუკეთესო მოთამაშემ TNT-სთან ინტერვიუში.

კაირი ირვინგი კი თავის მეოთხე სუპერფინალს ითამაშებს კარიერაში.

ლუკას და კაირის ერთობლივი 72 ქულა

  • ენტონი ედვარდსის ანგარიშზე 28 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/18.
  • ენტონი თაუნსმა ასევე 28 ქულა დააგროვა, პლუს 12 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 9/20.
  • კაირი ირვინგის ანგარიშზე 36 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტია. 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/27.
  • ასევე 36 ქულა და ორმაგი დუბლი მიითვალა ლუკა დონჩიჩმა – 10 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა. 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. FG – 14/22. აღსანიშნავია რომ ლუკამ ეს ყველაფერი 37 წუთში მოასწრო.

ბოსტონ სელტიკსი vs დალას მავერიქსი – სად ვუყუროთ სუპერფინალს?

ბოსტონისა და დალასის Game 1 თბილისის დროით 7 ივნისს, გამთენიისას 04:30 ზე გაიმართება. შეხვედრას Setantasports.com-ი წარმოგიდგენთ.