სარჩევი
2022 დეკ 22, 15:26 შშ
2 წუთის საკითხავი

კი, დრემონდ გრინიც იყო პარკეტზე. ყოფილ თანაგუნდელს დაუპირისპირდა და ძალიან ცუდ ხასიათზეც დარჩა. ბრუკლინ ნეტსმა პირველ ნახევარში 91 ქულა ჩააგდო! ეს მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია NBA-ის ისტორიაში.

კევინ დურანტმა 29 წუთი დაჰყო პარკეტზე და 23 ქულა დააგროვა. 23 დან 21 პირველ ნახევარში ჩააგდო. თამაშის დროს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ბრუკლინი ვარჯიშობდა. უორიორზმა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, რა თქმა უნდა, დანაკლისმაც ითამაშა თავისი როლი. გოლდენ სტეიტს სტეფ კარი აკლია მხრის ტრავმის გამო. ასევე არ იყვნენ კლეი ტომპსონი და ენდრიუ ვიგინსი, მაგრამ ასეთ შედეგს არავინ ელოდა.

ეს უორიორზია, მათ წინააღმდეგ ყოველთვის ბოლომდე იხარჯები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჰყავთ და ვინ აკლიათ. მათ საჩემპიონო სისტემა აქვთ”, – თქვა კევინ დურატმა.

მათ ყველაფერი გააკეთეს, პირველ ნახევარში ფენომენალურად გამოიყურებოდნენ“, – ასეთი იყო სტივ კარის შეფასება.

კლივლენდ კავალიერსმა მილუოკ ბაკსი დაამარცხა ანგარიშით – 114:106. დონოვან მიჩელმა 37 წუთში 36 ქულა მოიპოვა, 4 მოხსნა და 6 პასი.

თუმცა, საუკეთესო წაგებული გუნდიდან უნდა დავასახელოთ, იანის ანტეტოკუნმპომ 40 წუთში 45 ქულა ჩააგდო, ჰქონდა 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.

საკრამენტომ 134:120 დაამარცხა ლეიკერსი. კევინ ჰიუტერს 26 ქულა, 5 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. საბონისმა 13 ქულა, 21 მოხსნა და 12 პასი დააგროვა.

ლეიკერსიდან ყველაზე მეტო ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო, – 31 ქულა, 6 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა, ასეთია ლებრონის მონაგარი.

ენტონი დევისს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ფილადელფია – დეტროიტი 113:93

ატლანტა – ჩიკაგო 108:110

ბოსტონი – ინდიანა 112:117

ნიუ იორკ ნიქსი – ტორონტო 106:113

ჰიუსტონი – ორლანდო 110:116

მინესოტა – დალასი 99:104

ოკლაჰომა – პორტლენდი 101:98

კლიპერსი – შარლოტი 126:105