სარჩევი

დიდ ინტერესს იწვევდა ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და ბოსტონ სელტიკსის შეხვედრა, მოლოდინი გამართლდა, თამაში დაძაბულად, სანახაობრივად წარიმართა და ოვერტაიმში გადავიდა, ძირითადი დრო 110:110 დასრულდა. ოვერტაიმში კი უპირატესობა ბოსტონმა მოიპოვა, საბოლოო ანგარიში – 118:122 ბოსტონის სასარგებლოდ.

ლებრონ ჯეიმსმა 43 წუთი დაჰყო პარკეტზე, ამ დროს განმავლობაში 33 ქულა, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ენტონი დევისმა 46 წუთი ითამაშა, დააგროვა 37 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი. კარგი თამაში ჰქონდა რასელ ვესტბრუკს, – 20 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი გახდა, 44 წუთში 44 ქულა დააგროვა, პლუს 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა. ჯეილენ ბრაუნს 25 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

მილუოკიმ 128:111 დაამარცხა გოლდენ სტეიტ ვორიორზი, იაის ატენტოკუმპოს ანგარიშზე 30 წუთში 30 ქულა, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა. გოლდენიდან საუკეთესო სტეფ კარი იყო, – 20 ქულა, 6 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა. ეს არ იყო არც სტეფის და არც გოლდენ სტეიტის საუკეთესო შეხვედრა.

სხვა შეხვედრებში იუტამ პელიკენსი 121:100 დაამარცხა. ზაიონ უილიამსონის ანგარიშზე 26 წუთში 26 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასია.

ჰიუსტონმა ფინიქსი დაამარცხა 111:97. ფილადელფიამ საკრამენტო 123:103, – ემბიდს 31 ქულა ჰქონდა, ჰარდენს 21.

დასავლეთ კონფერენციას პელიკენსი ლიდერობს, აღმოსავლეთს ბოსტონი.