სარჩევი

სან ანტონიო სპურსმა 117:105 დაამარცხა ინდიანა პეისერსი, ბრწყინვალე იყო ვიქტორ ვემბანიამა, სანდრო მამუკელაშვილს კი კვლავინდებურად არ უთამაშია. სპურსმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, რაც ამ გუნდისთვის, ამ მოცემულობაში დიდი ამბავია.

ორმაგი დუბლი შეასრულა მაილს ტერნერმა, (16 ქ, 10 მ) ტაირის ჰალიბარტონს ბოლო დროს ვეღარ აქვს ისეთი სტატისტიკა როგორც მიგვაჩვია – 12 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი. პასკალ სიაკამის ანგარშზე კი 21 ქულა და 8 მოხსნაა.

ვიქტორ ვემბანიამამ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა – 31 წუთში 31 ქულა ჩააგდო, 12 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 6 ბლოკი. 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. FG – 11/17.

ტაირის ჰალიბარტონი რჩება ლიდერად ლიგის საუკეთესო მეპასეებში, – საშუალოდ 11.3 პასი თამაშში.

ვიქტორ ვემბანიამა კი ბლოკებს ლიდერობს – საშუალოდ 3.4 ბლოკი თამაშში.

სან ანტონიო სპურსი (13/48) დასავლეთში კვლავ ბოლო ადგილზეა, ინდიანა პეისერსი (34/28) აღმოსავლეთში მერვე ადგილზეა.

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა 113:91 დაამარცხა აღმოსავლეთ კონფერენციის მეთოთხმეტე ადგილოსანი, დეტროიტ პისტონსი. 29 ქულით დახურა შეხვედრა პაოლო ბანჩერომ, გოგა ბითაძეს სამი წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე ორი ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მინესოტა ტიმბერვულვზი vs ლოს ანჯელეს კლიპერსი

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანსა და მეოთხეადგილოსანს შორის. ლოს ანჯელეს კლიპერსმა მინესოტა ტიმბერვულვზი 89:88 დაამარცხა.

89:86 იყო ანგარიში როცა ენტონი თაუნსმა ორქულიანზე თამაში გადაწყვიტა, დრო კი ძალიან მცირე იყო დარჩენილი, ჩააგდო ორი ქულა, შეამცირა ანგარიში და დარჩა სულ რაღაც სამი წამი. თავიდანვე გამოჩნდა რომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, ყველა შემთხვევაში ჯობდა რომ სამიანზე ეფიქრა.

საბოლოოდ, როგორღაც მინესოტამ ჯარიმაც ვერ აიღო და ასე მშვიდად გაფრინდა ეს სამი წამიც. კლიპერსმა მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო.

  • კავაი ლეონარდის ანგარიშზე 32 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. FG – 12/26.
  • პოლ ჯორჯის ანგარიშზე 15 ქულაა, ნორმან პაუელმა კი 24 ქულა ჩააგდო.
  • თაუნსის ანგარიშზე 18 ქულა, 9 მოხსნა და 8 ასისტია. ენტონი ედვარდსმა კი 27 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ბოსტონ სელტიკსი vs გოლდენ სტეიტ უორიორზი

სჩვევია ბოსტონს თი დეი გარდენზე აგრესიული თამაში. კარგი ანონსი იყო, მოლოდინიც მშვენიერი, გამოვიდა ბოსტონი და ქვა-ქვაზე არ დატოვა უორიორზისგან. ამ აგრესიულ თამაშში კი ახალი რეკორდიც დამყარდა – ბოსტონმა პირველ ნახევარში 82 ქულა ჩააგდო, ეს კიდე ლიგის რეკორდია.

პირველი მეოთხედი ბოსტონმა 44:22 მოიგო. პირველი ნახევრის ბოლოს ანგარიში 82:38 იყო. ჯეისონ ტეიტუმმა 29 ქულა ჩააგდო, ჯეილენ ბრაუნმა – 27. საერთო ჯამში 56 ქულა აიღეს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა – ბოსტონ სელტიკსი პირველია, მიულოკ ბაქსი კი მეორე.

რეგულარული სეზონი

ტორონტო რეპტორსი vs შარლოტ ჰორნეტსი – 111:106
ბრენდონ მილერის ანგარიშზე 26 ქულა და 10 მოხსნაა;

კლივლენდ კავალიერსი vs ნიუ-იორკ ნიქსი – 98:107
ჯოშ ჰარტმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 19 მოხსნა, 10 ასისტი;

ფინიქს სანსი vs ოკლაჰომა სიტი თანდერი – 110:118
გილჯეს ალექსანდერის ანგარიშზე 35 ქულაა;