სარჩევი

უკვე სიხარულითაც კი ველით ორლანდოსა და სან ანტონიოს თამაშებს, რადგან წინასწარ ვიცით, რომ ქართველები სათამაშო დროს მიიღებენ, და როცა საკმარის დროს იღებენ შედეგიც შესაბამისია.

ორლანდო vs კლივლენდი

რჩება შთაბეჭდილება, რომ ორლანდო მომავალი სეზონისთვის გაცილებით კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება, მცირე წვლილი ამაში გოგა ბითაძესაც მიუძღვის. გოგა რომ დამატებით იარაღად იქცა და უფრო მრავალფეროვანი გახადა მეჯიქი ამაზე დავა არ ღირს.

ორლანდო 94:118 დამარცხდა.

ბითაძემ 21 წუთი მიიღო. 7 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა. გოგა ბლოკების გარეშე ფაქტობრივად თამაშს არ ტოვებს. ისროლა მხოლოდ 1 სამქულიანი, არაზუსტად.

FG – 3/7 ზე.

ბოლ ბოლმა 30 წუთი მიიღო, 18 ქულა და 8 მოხსნა 3 ასისტი მიითვალა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პიზიციაზეა.

სან ანტონიო vs პორტლენდი

ესეც კარგი მოგება. გრეგი კმაყოფილი უნდა იყოს და მომდევნო სეზონისთვის კარგი გეგმებიც ექნება. მანამდე კი სანდრო სათამაშო წუთებს იღებს და ზრდას განაგრძობს.

სპურსმა 129:127 მოიგო.

სანდრომ გოგას მსგავსად 21 წუთი მიიღო, დააგროვა 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი. ორი სამქულიანიდან ვერცერთი ვერ ჩააგდო. FG – 2/8 ზე.

სან ანტონიო ისევ ბოლოს წინა ადგილზეა, ამ გამარჯვებით პორტლენდს ნამდვილად ვერ დაეწევა, მაგრამ გუნდის ზრდისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო.