სარჩევი

ყველაფერი დასასრულისკენ მიდის. ძალიან დრამატულად და ამავე დროს სანახაობრივად. დრო გადის, დალასი კი თამაშიდან თამაშამდე ფსკერისკენ ეშვება.

დალასი vs ატლანტა

ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა. ატლანტამ 9:7 მოიგო, საბოლოო ჯამში 132:130. ბოლო ქულები საჯარიმო სროლებით ჩავარდა, წამით ადრე კაირი ირვნიგი დააჯარიმეს, რასაც დიდი კამათი მოჰყვა. ბევრის აზრით მსაჯს ჯარიმა არ უნდა მიეცა.

კაირის ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და ძალიან დასანანია, რომ სწორედ მის დაჯარიმებას მოჰყვა დალასის მარცხი.

დრამა კი ძირითადი დროის ბოლოს იყო თუ იყო. კრისტიან ვუდი მივიდა საჯარიმოს სასროლად, ანგარიში 122:123 ია ატლანტას სასარგებლოდ. უბრალოდ, ორივე სროლა უნდა გამოიყენოს და თამაში მოგებულია, მაგრამ ვუდმა ამის გაკეთება ვერ შეძლო.

ბურთი დალასს დარჩა და ატლანტა ისევ დაჯარიმდა, ამჯერად მაკგის მიეცა თამაშის მოგების შანსი, მაგრამ ორი სროლიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და ასე გადავიდა თამაში ოვერტაიმში.

აი, ამიტომ დაისაჯა დალასი.

კაირის ანგარიშზე 41 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკია. 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

დონჩიჩის ანგარიშზე 22 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი და 1 ბლოკია. 12-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ორმაგი დუბლი ჰქონდა კრისტიან ვუდს – 11 მოხსნა და 18 ქულა.

რაც შეეხება ატლანტას საუკეთესო მოთამაშეს, – ტრეი იანგმა ორმაგი დუბლი შეასრულა, 24 ქულა, 12 ასისტი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

დალასი დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-11 ადგილზეა და კიდევ უფრო შეიმცირა პლეიოფში გასვლის შანსი.

ატლანტა აღმოსავლეთში მერვე ადგილზეა.

მილუოკი vs ფილადელფია

მილუოკმა ბოსტონთან განადგურების შემდეგ ფილადელფიასთან თავი აღარ შეირცხვინა და დამაჯერებლად მოიგო. ორივე გუნდის ლიდერებიდან ყველა პარკეტზე იყო.

იანისმა ფილადელფია საშინელ დღეში ჩააგდო. ასეთი უძლური სიქსერსის დაცვა ამ სეზონში ალბათ არავის უნახავს.

არც ემბიდს წაუვიდა თამაში, არც ჰარდენს, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი ეპიზოდები გვაჩუქეს, იანისმა ყველა დაჩრდილა.

მილუოკიმ 117:104 მოიგო.

ბერძენმა 32 წუთში 33 ქულა აიღო, 14 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი. ერთი სამქულიანი ისროლა არაზუსტად. GF – 13/17 ზე.

სიქსერსის რიგებიდან ყველაზე მეტად ტაირის მაქსი გამოირჩა – 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა. მაქსიმ 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

ჯოელ ამბიდის ანგარიშზე 28 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტია.

ჰარდენის ანგარიშზე კი 11 ქულა, 2 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა.

ანგარიშები

  • ნიუ-იორკ ნიქსი – ვაშინგტონი 118:109
  • ჰიუსტონი – ლეიკერსი 109:134
  • ოკლაჰომა – ფინიქსი 118:128
  • კლივლენდი – ინდიანა 115:105
  • დენვერი – გოლდენ სტეიტი 112:110