სარჩევი
GYM BREEZE-ში პადელის ტურნირი დაიწყო | Setanta Sports

25-30 სექტემბერს GYM BREEZE-ის პადელის კორტებზე, პადელის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით სამოყვარულო ტურნირი ჩატარდება.

ბოლო პერიოდში, პადელი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მის პოპულარიზაციაში კი GYM BREEZE-ის სივრცეს საკუთარი წვლილი შეაქვს.

ტურნირს რომელსაც 80-მდე მონაწილე ეყოლება, ფედერაციის არბიტრები გაუძღვებიან. კორტების გარშემო, მაყურებლისთვის ხემსების, სხვა სახის საკვების და მსუბუქი ალკოჰოლის სტენდები დაიდგმება.

ადგილზე მისულ გულშემატკივრებს შეუძლიათ სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ, რის საშუალებასაც, GYM BREEZE-ის მულტიფუნქციური სივრცე იძლევა.

რა არის GYM BREEZE

GYM BREEZE – ახალი რეკრეაციული პროექტია. მისი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს გარემო აქტიური დასვენებისთვის. ხელი შეუწყოს, საერთო ინტერესების ირგვლივ სოციალიზაციას და გართობის ჯანსაღ აქტივობებს.

GYM BREEZE – ნინოშვილის #64-ში მდებარეობს, ახლა ტერიტორიაზე პადელის კორტებია განთავსებული. ბრიზი მომავალში გაფართოვდება და აქტიური დასვენების სივრცე იქნება.

პადელის სამოყვარულო ტურნირის მედია პარტნიორი Setanta Sports-ია. გამარჯვებული 30 სექტემბერს გამოვლინდება.