2023/24 წლების სეზონიდან საქართველოში Setanta Sports-ის კონტენტს ესპანეთის ლა ლიგა ემატება. setantasports.com-ზე ფეხბურთის გულშემატკივარს ტოპ 5 ლიგიდან უკლებლივ ყველას ნახვა შეეძლება.
5 წლის განმავლობაში ესპანეთის ლა ლიგა Setanta Sports-ზე იქნება. კონტრაქტი 2028 წლამდე პერიოდს მოიცავს.
მატჩების ლაივ ტრანსლირება მხოლოდ პლატფორმა setantasports.com-ზე, ინგლისურ ენაზე მოხდება. შეთანხმება უკლებლივ ყველა მატჩის ჩვენებას მოიცავს.
ახლებური გამოცდილება და განსაკუთრებული გარემო მომხმარებლისთვის
ლა ლიგის ჩვენების უფლებებს Setanta Sports-ი ევროპისა და აზიის 10-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს. მათ რიცხვში საქართველოს დამატებას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბაჩა მალაზონია.
„Setanta sports-ს ლა ლიგის ჩვენების უფლებები ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში აქვს. სასიხარულოა, რომ მათ ჩამონათვალს საქართველო დაემატა.
ახლა უკვე მაყურებელს TOP 5 ლიგიდან უკლებლივ ყველას ნახვა ჩვენს პლატფორმაზე შეუძლია, რაც განსაკუთრებულ, კომფორტულ გარემოს ქმნის.
განვითარების იმ დინამიკიდან, რომელიც კომპანიას აქვს ეს მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. ამას გარდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგის ჩვენების უფლებების ქონა Setanta Sports-ს დაეხმარება მისი მისიის, სპორტის ყურების ახლებური გამოცდილების, მიღწევაში“.
ბაჩა მალაზონია – Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
გიორგი მამარდაშვილი Setanta Sports-ზე
ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ლიგაში ქართველი გიორგი მამარდაშვილი თამაშობს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს ნაკრების მეკარე კვლავ ვალენსიას ღირსებას იცავს. თუკი გასულ წლებში, მამარდაშვილის მატჩების ხილვის შესაძლებლობა ჩვენს მაყურებელს კოპა დელ რეისა და სუპერ კოპა დე ესპანიაზე ჰქონდა, ამიერიდან მისთვის თვალის მიდევნებას ტურიდან ტურამდე, ყოველკვირეულად შევძლებთ.
აღსანიშნავია, რომ მაყურებელს ესპანეთის სუპერ თასის ხილვაც setantasports.com-ზე შეეძლება. სუპერ კოპა დე ესპანიაზე მონაწილეობას 4 გუნდი ბარსელონა, მადრიდის რეალი, ატლეტიკო და ოსასუნა მიიღებენ. ნახევარფინალები და ფინალი 10-დან 14 იანვრის ჩათვლით საუდის არაბეთში ჩატარდება.
ლა ლიგა setantasports.com-ზე 11 აგვისტოდან
ბარსელონა, მადრიდის რეალი, ატლეტიკო, სევილია, ვილიარეალი, ბილბაოს ატლეტიკი, რეალ სოსიედადი, ბეტისი, ვალენსია და სხვა ესპანური კლუბები მარათონულ სეზონს 11 აგვისტოდან დაიწყებენ.
სეზონის გახსნით მატჩში ალმერია რაიო ვალეკანოს ესტადიო დე ლოს ხუეგოს მედიტერანეოსზე უმასპინძლებს.