ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე თბილისის დინამოსა და ასტანას განმეორებითი მატჩი შედგება. პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. იმ შემთხვევაში თუ დინამო ასტანას დაამარცხებს ევროსარბიელზე მოხვედრის შანსები ძალიან გაიზრდება, რადგან, კიდევ ერთი საფეხურის გავლის შემთხვევაში გუნდი ავტომატურად მოხვდება კონფერენს ლიგაზე.
მატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა ისაუბრეს:
მოისწრაფიშვილი – “ძალები აღვიდგინე და სათამაშოდ მზად ვარ”.
“სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს იქ ვითამაშებ, ჩემთვის ამას არსებული მნიშვნელობა არ აქვს”.
“პირველ მატჩში საწყისი წუთები ვერ ვითამაშეთ სათანადოდ, თმცა, გოლის გაშვების შემდეგ თამაშის გამოსწორება შევძელით, მეორე ტაიმში კი ვაჯობეთ მეტოქეს”.
“ასტანა ძლიერი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია და გულშემატკივარს მოვუწოდებ სტადიონზე მოვიდეს”.
გია ჭიაბრიშვილი – “ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ასტანას ორი ფეხბურთელი დაემატება, ვფიქრობ გუნდის სათამაშო სურათი არ შეიცვლება. მათი თამაში შესწავლილი გვაქვს, მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ”.
“მოისწრაფიშვილმა ივარჯიშა, თუმცა, ბოლომდე მზად არ არის, რა დროს დავუთმობთ ამას თამაშზე ნახავთ. კირკიტაძე ტრავმირებულია, წინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ დაგვაკლდებოდა. მოისწრაფიშვილი ყოველთვის გვაძლიერებს, თქვენ ჟურნალისტები და გულშემატკივრები ყოველთვის სვამთ კითხვებს რატომ არ თამაშობს კონკრეტული ფეხბურთელი, მაგრამ არ ამბობთ იმას ვინ თამაშობს მის ნაცვლად. მე მიწევს ფიქრი იმაზე ვისი თამაშია უმჯობესი. წინ ბევრი თამაშია, ვიმედოვნებ რომ ევროსარბიელზე ეს ბოლო მატჩი არ იქნება”.
“პირველი თამაში რთული იყო, გავედით მინდორზე, რომელზეც საერთოდ არ ვყოფილვართ ადაპტირებული, ვფიქრობ, რომ საწყის წუთებში სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა, არაფერზე გადაბრალებას არ ვაპირებ, გულწრფელად მგონია, რომ ასე იყო. თბილისში ხელს არაფერი გვიშლის სათანადო შეხვედრის ჩასატარებლად.
“გამოცდილი გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, მათი ბირთვი შეადგენს ეროვნულ ნაკრებს, ჩვენ ასეთი მხოლოდ ორი გვყავს, თუმცა, გარკვეულ კომპონენტებში ჩვენს გვაქცს უპირატესობა, მეტია ახალგაზრდული ჟინი და სისწრაფეშიც მგონია რომ მეტოქეს აღვემატებით”.
“ამ ერთი წლის მანძილზე, რაც კლუბში ვარ ჩემთვის ყველაზე სასურველი ტრანსფერი მივიღეთ გიორგი ლორიას სახით. მან დიდი თავდაჯერება შეგვმატა, ლორიას გამოცდილება ძალიან წაგვადგება და იმედი მაქვს მსგავსი ტრანსფერების გაკეთებას მომავალშიც შევძლებთ. მე ვისურვე მისი გადმოსვლა და რომან ფიფიამ ყველაფერი გააკეთა”.
“თერთმეტმეტრიანებზე ვმუშაობთ, ასეთ ფორმატში ყოველთვის უნდა იმუშაო პენალტებზე. დიდი პაუზა გვქონდა სანაკრებო ტურნირების გამო და გაჭირდა ფორმაში შესვლა, თუმცა, ორი მატჩის ჩატარება მოვახერხეთ და თერთმეტმეტრიანებიც წარმატებით შევასრულეთ, თუმცა, ერთია ვარჯიში და მეორეა თამაშზე შესრულება, აქ მთლიანად ფსიქოლოგია ერთვება საქმეში”.
“შემადგენლობას თამაშის წინ გადავწყვეტ, ვერ გეტყვით ითამაშებენ თუ არა ახალგაზრდული ნაკრებიდან დაბრუნებული მცველები. მეტოქე ხშირად თამაშობს ჩაწოდებაზე, ამიტომ, შემადგენლობასაც აქიდან გამომდინარე შევარჩევ. მიხარია, რომ არჩევანის საშუალება მაქვს“.