სარჩევი
Euro2023 საქართველოს U-21-ის შემადგენლობა | Setanta Sports

საქართველოს U21-ის შემადგენლობა ცნობილია. გაფართოებულ სიაში 35 ფეხბურთელია. მათგან EURO2023-ის საბოლოო განაცხადში 23 მოხვდება.

საქართველოს U21-ის შემადგენლობა

რამაზ სვანაძემ გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. ახალგაზრდული ნაკრების სიაში ეროვნული გუნდის ყველა ის ფეხბურთელია, რომელსაც ასაკით U21-ში თამაში შეუძლია.

Მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

Მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

Ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), გიორგი ლომთაძე (გაგრა), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), ლუკა ხორხელი (სამგურალი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).

EURO2023-ის განრიგი საქართველო U-21

საქართველოს U-21 ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს პორტუგალიასთან მატჩით გახსნის და ნიდერლანდებთან დაასრულებს.

ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი დინამო არენაზე ჩაატარებს.

21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.