ქართველები აგრძელებენ თამაშს და ქულების დაგროვებას. შეიძლება მეჩვენება კიდეც, არ ვიცი, მაგრამ სან ანტონიოც უკეთესი გუნდი მგონია სანდროსთან ერთად, და ორლანდოსაც წაადგა გოგას დამატება.
საკრამენტო vs სან ანტონიო
სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ოვერტაიმში დაამარცხა. გრეგის გუნდი სწორ გზაზეა, შორს მიმავალი გეგმებით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მომდევნო სეზონზე აქვთ გათვლა, ახლა უბრალოდ საძირკველს ყრიან.
სან ანტონიომ 142:134 მოიგო.
მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა, 6 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ერთი სამქულიანი ისროლა, არაზუსტად. FG – 2/5 ზე.
სპურსის რიგებში სამმაგი დუბლი შასრულა ტრე ჯონსმა – 17 ქულა, 11 მოხსნა და 10 ასისტია მის ანგარიშზე.
საკრამენტოს რიგებში კი საბონისი და დე’არონ ფოქსი გამოირჩნენ – 26 და 28 ქულით.
ორლანდო vs დეტროიტი
ის იშვიათი დღე გამოდგა, როცა ორივე ქართველი მოთამაშის გუნდმა მოიგო. ორლანდო დეტროიტს შეხვდა და 128:102 დაამარცხა.
ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა გოგა ბითაძეს. პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა. ერთი სამქულიანი ისროლა არაზუსტად. FG – 5/6 ზე.
გოგას ბლოკი განსაკუთრებით მაგარი სანახავი გამოდგა, კარგი შეტევაც მოჰყვა და შედეგიანად დასრულდა.
ორლანდო უკვე მე-12 ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში, თუმცა, საპლეიოფო ზონისთვის ბრძოლა უკვე გვიანია.