გოგა ბითაძის შედეგიან შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილმაც შედეგიანად უპასუხა. ქართველი მოთამაშეები სათამაშო დროს იღებენ და შესაბამის შედეგსაც გვაჩვენებენ.
გოგას 13
ჯა მორანტს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მემფისმა ორლანდო 113:108 დაამარცხა.
გოგა ბითაძეს 13 წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი მიითვალა. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG 5/7 ზე.
ასეთი თამაშის შემდეგ სათამაშო დრო კიდევ უნდა მოემატოს. გოგა გვაჩვენებს, რომ დანებებას არ აპირებს და თავის დამკვიდრება სირს. ამის ნიჭი და უნარი ყოველთვის გააჩნდა.
სანდროს 17
სან ანტონიო იუტა ჯაზთან 117:128 დამარცხდა.
მამუკელაშვილმა 29 წუთი მიიღო სათამაშოდ. დააგროვა 17 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტი. სანდრომ 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. FG – 7/14 ზე.
სანდროს სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა, მხოლოდ ზაკ კოლინსმა მიიღო მასზე მეტი სათამაშო წუთი – 31.
პოპოვიჩი მამუკელაშვილს ენდობა და სანდროც უმართლებს იმედებს. არ იქნება შორს ის დრო, როცა გუნდის ლიდერად ჩამოყალიბებას შეეცდება.