სარჩევი

MVP-ის ორი მთავარი პრეტენდენტის დაპირისპირება ვერ ვიხილეთ, ჯოელ ემბიდმა დენვერთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. არადა, იოკიჩი vs ემბიდი – რაუნდი 2 – ბრწყინვალე იქნებოდა.

დენვერი vs ფილადელფია

ფავორიტი დენვერი იყო, რადგან ფილადელფიას ემბიდის გარდა ჯეიმს ჰარდენიც აკლია. მათ გარეშე კი ფილა სულ სხვა გუნდია, თუმცა, ტაირის მაქსის კარგი თამაშის შედეგად მცირე ინტრიგა მაინც გვქონდა.

იოკიჩი კი მარტო დარჩენილი ბავშვივით ერთობოდა, ამ გართობაში კიდევ ერთი სამმაგი დუბლი შეასრულა, – 25 ქულა, 17 მოხსნა, 12 ასისტი, 2 ბლოკი. ნიკოლას სამქულიანი არ უსვრია. FG – 8/11 ზე.

ტაირის მაქსის ანგარიშზე კი 28 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 3 ჩაჭრაა. 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

დენვერმა 116:111 მოიგო.

ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მესამე ადგილზეა, დენვერი კი კვლავინდებურად ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას.

დალასი vs ინდიანა

დალასმა ოთხი შეხვედრა ზედიზედ წააგო, აქიდან ორი შარლოტთან ზედიზედ. ასეთი მძიმე სერიის შემდეგ გამოფხიზლება იყო საჭირო და ინდიანასთან შედეგი დაიდო.

მავერიქსმა 127:104 მოიგო.

ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე 25 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრაა. ლუკამ 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 8/17 ზე.

კაირის ანგარიშზე 16 ქულა, 3 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკია. მხოლოდ ორი სამქულიანი ესროლა და ერთი ზუსტად. FG – 7/11 ზე.

დალასი ამჟამად მე-11 ადგილს იკავებს დასავლეთ კონფერენციაში.

პელიკანსი vs პორტლენდი

პელიკანსი ისევ საპლეიოფო ზონაშია, ზაიონ უილიამსონს კი შანსი უჩნდება პლეიოფში ითამაშოს. იქნებ დადგეს ის დრო, როცა გადამწყვეტ ეტაპზე ვიხილავთ ზაიონს, ინგრამს, ვალანჩუნასსა და მაკოლუმს.

პელიკანსმა 124:90 მოიგო. პორტლენდმა ლილარდის გარეშე ითამაშა.

ინგრამის ანგარიშზე 29 ქულა, 6 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრაა. ბრენდონმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. FG – 12/19 ზე.

პელიკანსი დასავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზეა.

ანგარიშები

  • დეტროიტი – მილუოკი 117:126
  • ნიუ იორკ ნიქსი – ჰიუსტონი 137:115
  • იუტა – ფინიქსი – 103:117
  • საკრამენტო – მინესოტა 115:119
  • კლიპერსი – ჩიკაგო 124:112