სარჩევი

NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ბოსტონი საკრამენტოსთან მატში უძლიერესი ხუთეულით გავიდა პარკეტზე და132:109 მოიგო.

ჯეისონ ტეიტუმი ლარი ბირდს გაუთანაბრდა, ბოსტონის რიგებში, 1988 წლის შემდეგ არავის ჩაუგდია ერთ სეზონში 39 ჯერ 30, ან მეტი ქულა. 25 წლის ტეიტუმი შეწვდა ამ მიღწევას და დიდი ალბათობით გადაასწრებს კიდეც.

ტეიტუმმა 36 ქულა ჩააგდო. 8 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა, – ასეთია მისი მონაგარი.

ბოსტონ სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მეორე ადგილზეა.

საკრამენტოს რიგებში სამმაგი დუბლით გამოირჩა დომანტას საბონისი – 16 ქულა, 13 მოხსნა, 12 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო მის ანგარიშზე.

საკრამენტო დასავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციაზეა.

კლივლენდი vs ბრუკლინი

კლივლენდმა ბრუკლინი 115:109 დაამარცხა.

საინტერესო სანახავია ბრუკლინის ვარდნა. გარკვეული ინტრიგაც თან ახლავს – დურანტისა და კაირის წასვლის შემდეგ, მოახერხებს თუ ვერა გუნდი პლეიოფის ზონაში დარჩენას. მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნახევრის ხარჯზე.

ამჟამად ბრუკლინი მეექვსე ადგილზეა და მშვენიერი შანსები აქვს, მაგრამ ეს საპლეიოფო გუნდი არა რის.

კლივლენდი კი მეოთხე ადგილზეა, აღმოსავლეთის დიდი სამეულის შემდეგ.

დონოვან მიჩელის ანგარიშზე 31 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტია.