სარჩევი

საკრამენტო ძალიან კარგ სეზონს ატარებს და სამართლიანადაც აღმოჩნდა დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზე. თუმცა, მილუოკთან ვერაფერს გახდნენ. როცა საქმეში იანისი ერთვება, იქ რთულია წარმატებაზე ფიქრი.

საკრამენტომ პირველი ნახევარი 62-ით 53 მოიგო. დომანტას საბონისისა და დე’არონ ფოქსის კარგი თამაშის წყალობით. მეორე ნახევარში კი მილუოკის შეტევებს ვეღარ გაუძლეს.

საბონისის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 23 ქულა, 17 მოხსნა, 15 ასისტი. საბონისს ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა.

დე’არონ ფოქსმა 33 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და ერთი ბლოკი.

სამმატჩიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა იანისი და 34 წუთში 46 ქულა ჩააგდო. 12 მოხსნა და 4 ასისტი და ერთი ჩაჭრა მიითვალა. იანისმა 2-დან 2 სამქულიანი ისროლა ზუსტად.

კრის მიდლტონმა 31 ქულა, 3 მოხსნა და 9 ასისტი მიითვალა. 8-დან 5 სამქულიანი გამოიყენა.

საბოლოოდ, მილუოკმა 133:124 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

გოლდენ სტეიტი vs ფინიქსი

უორიორზმა 123:112 დაამარცხა ფინიქსი.

ისევ არ უთამაშია კევინ დურანტს. მხოლოდ ბუქერისა და კრის პოლის დუეტი არ აღმოჩნდა მოსაგებად საკმარისი.

კარგი მატჩი ჩაატარეს სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა. სტეფმა 23 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

კლეი ტომპსონმა 38 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა. კლეიმ 14-დან 8 სამქულიანი ჩააგდო.

ორმაგი დუბლი შეასრულა კრის პოლმა – 11 ქულა, 5 მოხსნა, 11 ასისტი, 1 ჩაჭრა.

დევინ ბუქერის ანგარიშზე 32 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრაა.

დასავლეთ კონფერენციაში ფინიქსი მე-4 პოზიციას იკავებს, გოლდენ სტეიტი მეხუთეა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • დეტროიტი – ინდიანა 117:97
  • ატლანტა – მინესოტა 115:136
  • დალასი – მემფისი 88:104
  • მაიამი – იუტა 119:115
  • ჰიუსტონი – ბოსტონი 111:109