დიდი სენსაციით დავიწყოთ. ამაზე მაგარი რა უნდა მომხდარიყო?! ბებერი გრეგის სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ლიდერს შეხვდა და 128:120 დაამარცხა.
ორი რამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. ერთი ის, რომ სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა, თანაც კარგად. მეორე ამბავი კი ის არის, რომ აუტსაიდერთან მარცხის მიუხედავად, ნიკოლა იოკიჩმა მაინც სამმაგი დუბლი შეასრულა.
იოკიჩს კარიერაში 108 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული, რეკორდსმენი კი ჯერ კიდევ თამაშობს, რასელ უესტბრუკის ანგარიშზე 198 სამმაგი დუბლია.
სან ანტონიოსთან იოკიჩმა 38 წუთში 37 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა და 11 ასისტიც მიამატა. ნიკოლამ 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა.
მამუკელაშვილმა 12 წუთში 11 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. სანდრომ 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა.
დენვერი დასავლეთ კონფერენციაში ისევ პირველ ადგილზეა, სან ანტონიო კი ბოლოს წინა ადგილს იკავებს.
ფილადელფია vs პორტლენდი
ფილადელფიამ 120:119 მოიგო. თამაშის დასრულებამდე წამით ადრე ჯოელ ემბიდმა რთული სროლა შეასრულა და თამაში მოიგო. ლილარდს კი დრო აღარ ეყო სროლის კარგად მოსამზადებლად.
MVP-ის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა 39 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 ბლოკი მიითვალა.
ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 19 ქულა, 9 მოხსნა და 8 ასისტია. წვერამ 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
დამიან ლილარდის ანგარიშზე 22 ქულა, 6 მოხსნა და 11 ასისტია. ლილარდმა ჰარდენის მსგავსად 8 სამქულიანი ისროლა და 2 ჩააგდო.
ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე საფეხურზეა. მილუოკისა და ბოსტონის შემდეგ.
ლილარდის პორტლენდი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
- ვაშინგტონი – ატლანტა 107:114
- მაიამი – კლივლენდი 119:115
- მინესოტა – ბრუკლინი 123:124
- ლეიკერსი – ტორონტო 122:112