მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის წესების დარღვევაშია ბრალდებული. მოქმედ ჩემპიონს ფინანსური სანქციები ემუქრება.
პრემიერ ლიგის განცხადება მანჩესტერ სიტიზე
მანჩესტერ სიტის საქმეს დამოუკიდებელი კომისია განიხილავს. მიზეზი ფინანსური ოპერაციები და შეუსაბამო ანგარიშების წარდგენაა. ოფიციალურ განცხადებას პრემიერ ლიგა ავრცელებს.
“პრემიერ ლიგის W.82.1 წესის მიხედვით, პრემიერ ლიგა ადასტურებს, რომ მანჩესტერ სიტის მხირდან რიგი დარღვევების განხილვის საქმე კომისიას გადასცა”
პრემიერ ლიგა
მანჩესტერ სიტის დარღვევათა სია
საქმე ეხება 2009-2018 წლების პერიოდს. დარღვევათა ნუსხა საკმაოდ ვრცელია და პრემიერ ლიგის წესდების არაერთ წესს ეხება.
პრემიერ ლიგის გამოძიების შედეგების თანახმად, სიტის დარღვევები ‘კეთილსინდისიერი და ზუსტი ფინანსური ინფორმაციის’ მიწოდებაში აქვს. რაც სასპონსორო შემოსავლებს, მის თანმსდევ ნაწილებსა და საოპერაციო ხარჯებს ეხება.
მანჩესტერ სიტი ბრალდებულია შემდეგი წესების დარღვევაში:
- 2009 – 2013 წლები – მთავარი მწვრთნელის კონტრაქტში ანაზღაურების/კომპენსაციის ნაწილის დეტალური ინფორმაციის გაცემა.
- 2010 -2016 – ფეხბურთელების კონტრაქტში ანაზღაურების/კომპენსაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცემა
- 2013 – 2018 წლები – UEFA-ს რეგულაციები – ლიცენზირებისა და ‘ფინანსური სამართლიანი თამაშის’ წესები.
- 2013 – 2018 წლები – შემოსავლებისა და მდგრადობის წესები.
- 2018 დეკემბერი – დღემდე – კლუბის მიმართ მოთხოვნა, რათა ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს პრემიერ ლიგის გამოძიების პროცესს, კეთილსინდისიერი დოკუმენტებითა და ინფორმაციით.
მანჩესტერ სიტის ფინანსური დარღვევები 2020-ში
2009 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მაისამდე სიტის რობერტო მანჩინი წვრთნიდა, რომელიც დღეს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
მანჩესტერ სიტიში ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აქამდე, 2020 წლის თებერვალში უეფას საკლუბო ფეხბურთის მაკონტროლებელმა ორგანომ სიტის 2-წლიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა.
მიზეზი ფინანსური ‘სამართლიანი თამაშის წესების’ დარღვევა იყო. სიტიმ აპელაცია CAS-ში, სპორტულ არბიტრაჟში მოიგო და სანქციას თავი აარიდა.
მანჩესტერ სიტის საქმეს დამოუკიდებელი კომისია, დახურულ კარს მიღმა განიხილავს. თარიღი ამ ეტაპზე, უცნობია.