სარჩევი

მორიგი შეხვედრები გაიმართა NBA-ში. ძირითადად მოსალოდნელი ანგარიშები დაფიქსირდა, თუ რამდენიმე გუნდის დანაკლისსაც გავითვალისწინებთ.

სან ანტონიო vs ბოსტონი

სან ანტონიომ ბოსტონი მიიღო და 116:121 დამარცხდა. კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი.

ტეიტუმის ანგარიშზე 34 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასია.

ბრაუნის ანგარიშზე 29 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი.

ბოსტონის ბალანსი 28-12 ზეა. ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე ადგილზე ბრუკლინი და მილუოკი არიან.

დალასი vs პელიკანსი

რა თქმა უნდა, ყველას სურდა ლუკა დონჩიჩისა და ზაიონ უილიამსონის დაპირისპირების ხილვა, მაგრამ ლუკასგან განსხვავებით ზაიონისთვის წონა პრობლემაა.

ლუკასთვის მისი წონა თითქოს ბუნებრივი მოცემულობაა, ის თავს კომფორტულად გრძნობს, სხეულის კონტროლი შეუძლია და თავის წონას კარგად იყენებს.

ზაიონი კი ასეთი წონისთვის ზედმეტად სწრაფია, ლუკას მსგავსად ნელა არ მოქმედებს, ძალიან სწრაფ მოძრაობებს აკეთებს და ტრავმებსაც ხშირად იღებს. ამის გამო მისი თამაშის ხილვის სიამოვნებას ძალიან ხშირად ვკარგავთ.

დალასმა 127:117 მოიგო.

დონჩიჩის ანგარიშზე 34 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასია.

საკრამენტო vs ლეიკერსი

ლებრონ ჯეიმსი გულშემატკივრის გაოცებას აგრძელებს. თუმცა, ვისთვის როგორ. არის ხალხი, რომელსაც ჯეიმსისგან აღარაფერი უკვირს.

ლეიკერსმა საკრამენტო 136:134 დაამარცხა.

ჯეიმსის ანგარიშზე 37 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

29 ქულა დააგროვა ტომას ბრაიანტმა. 27 ქულა დენის შრიოდერმა. ხოლო 23 ქულა ჰქონდა რას ვესტრბრუკს, 15 შედეგიან პასთან ერთად.