ვირტუს ბოლონია ბარსელონას ესტუმრა და 83:75 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 20 წუთი და 9 წამი გაატარა.
თორნიკეს ანგარიშზე 5 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა. გაბრიელ ლუნდბერგმა 20 ქულა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ბარსელონას რიგებში 12 ქულა დააგროვა იან ვესლიმ. 11-11 ქულა დააგროვეს ლაპროვიტოლამ, კურიჩმა და ოსკარ და სილვამ.
ბარსელონაზე სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზეა, ხოლო ბოლონია მეთორმეტეზე.
10 იანვარს ვირტუს ბოლონია ჟალგირის კაუნასს უმასპინძლებს.