სარჩევი

კილიან მბაპე ფინალური მარცხის შემდეგ მალევე დაბრუნდა სენ ჟერმენის საწვრთნელ ბაზაზე და ვარჯიშს შეუდგა.

არაფერი ისე სწრაფად არ დაგავიწყებს მარცხს, როგორც ახალი გამარჯვებები. ლიგა 1 განახლდა, პარიზელებმა თავისი მატჩი მოიგეს, კილიან მბაპემ გამარჯვების გოლი დამატებით წუთებზე შეაგდო.

ფინალის წაგების მერე რთული საათების გამოვლა მომიხდა. დღეს თავს კარგად ვგრძნობ, მოვიგეთ და გადამწყვეტი გოლი გავიტანე“, – თქვა მბაპემ მატჩის შემდეგ.

ფინალის შემდეგ ლეოს ვესაუბრე და გამარჯვება მივულოცე. ეს ის არის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე სურდა. მეც.. თუმცა, წარმატებას ვერ მივაღწიე“.

მბაპემ კომენტარი გააკეთა ემილიანო მარტინესის აღნიშვნაზეც.

ყოველთვის სამართლიანი მოთამაშე უნდა იყო. მსგავსი აღნიშვნა ჩემი პრობლემა არ არის, მსგავს აბსურდზე ენერგიას ვერ დავხარჯავ”.

სენ ჟერმენმა სტრასბურგი 2:1 დაამარცხა.