ბრაზილიელი ფორვარდი მათეუს კუნია ატლეტიკოს დატოვებს და ვულვზში გააგრძელებს კარიერას. ინგლისელები 50 მილიონ ევროს გადაიხდიან.
მათეუსი ატლეტიკოს კლუბს თბილად დაემშვიდობა:
“გულწრფელი მადლობა ყველაფრისათვის, ვტოვებ, შესანიშნავ სპორტსმენებსა და ადამიანებს. თქვენ გყავთ გულშემატკივრები, რომლებიც სამყაროს მეორე მხარესაც კი სახლში გაგრძნობინებენ თავს“, – დაწერა კუნიამ.
თუმცა, განსხვავებული ტონი ჰქონდა დიეგო სიმეონეს მიმართ:
“აქ არის ხალხი, რომლებიც სათავეში არიან, მათ თავიანთი იერარქია აქვთ და გადაწყვეტილებებს იღებენ, მერე შენც გიწევს ნაბიჯის გადადგმა”, – კუნია დიეგო სიმეონეს გულისხმობდა, რომელთანაც საერთო ენა ვერ გამონახა, ეს კი ატლეტიკოში განაჩენია.
ბრაზილიელმა ატლეტიკოში 54 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და შეასრულა 8 საგოლე გადაცემა.