სარჩევი
ციციპასი და ჯოკოვიჩი.

იქნება 2023 სტეფანოსის წელი? წელი, როდესაც ბერძენი საბოლოოდ შეძლებს დიდი სლემის ტურნირზე ტრიუმფის მიღწევას?

უკვე დიდი ხანია, რაც ციციპასი დიდ საჩოგბურთო სცენაზე დგას და ხუთეულში სტაბილურად იკავებს ადგილს. მას არაერთხელ დაუმარცხებია უდიდესი სახელები.

ჯამში უკვე 9 ტიტულიც დაუგროვდა. თუმცა მათგან არცერთია მთავარი – დიდი სლემის თასი. შარშან ის ერთხელ უკვე იყო ტრიუმფამდე ერთ ნაბიჯში. იქ მას წინ თიხის მეფე რაფაელ ნადალი აღუდგა.

რა არის საჭირო წარმატების მწვერვალის მისაღწევად? როგორც ჩანს, ციციპასი შთაგონების წყაროდ უნივერსალური ჩემპიონის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მაგალითის აღებას გეგმავს.

თავის ბოლო ინტერვიუში ბერძენმა სწორედ ნოლეს შესახებ ისაუბრა:

“ნოვაკი ყველაზე უფრო მეტი გამძლეობისა და სიმტკიცის მქონე მოთამაშეა. ის არის პერფექციონისტი, რომელმაც ეს სპორტი სხვა სიმაღლეზე აიყვანა. მისი კვება, ფიზიკური შრომა, მოთმინება – ის ყოველმხრივ პროფესიონალია.”

სტეფანოსს სჯერა, რომ ერთ დღეს შეუძლია ჩემპიონი გახდეს:

“ჯოკოვიჩი ყველანაირად დახვეწილი ადამიანია. მე მისგან უდიდეს შთაგონებას ვიღებ. ვგრძნობ, რომ არსებობს ბევრი დეტალი, რისი გაუმჯობესებაც შემიძლია. როცა ამ დეტალებს კარგად გავიაზრებ, მაშინ უკვე შემთხვევითობა აღარ იქნება უმაღლეს წერტილში ასვლა. მე ვიცი ჩემი სპორტული შესაძლებლობები,”

– სტეფანოს ციციპასი.