36 წლის ჩოგბურთელი Esquire-ის წლის გამორჩეული პერსონების დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა. ის 2022 წლის პერსონად დაასახელეს.
ჟურნალისტებმა ისარგებლეს შემთხვევით და რაფა ნადალს ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ჰკითხეს:
„ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ ვიქნები. ყოველი ახალი სეზონის დაწყების წინ არსებობს კითხვის ნიშნები. ეჭვები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“.
– რაფა ნადალი.
2022 წლის სეზონის დიდი ნაწილი რაფამ ტრავმის გამო გამოტოვა. მას მუცლის არეში სერიოზული დისკომფორტი აქვს. ასევე, აწუხებს მუხლის ქრონიკული დაზიანება.
ნადალისთვის 2022 წლის სეზონის სტარტი კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. მან პირველი 20 მატჩი მოიგო. ასევე, გახდა ავსტრალიური და ფრანგული სლემების ჩემპიონი.
რაფა ნადალი გუშინ ATP Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ის ფანების წლის ფავორიტ მოთამაშედ დასახელდა. ესპანელმა ეს პრიზი კარიერაში პირველად მიიღო.