ლეო მესი ლუი ვან გაალის წინააღმდეგ

მესი ვან გაალს დაუპირისპირდა | Setanta Sports

არგენტინა-ნიდერლანდების მატჩი არაერთი დუელით გამოირჩა, თუმცა მათგან მთავარი და ყველაზე რეზონანსული მესისა და ვან გაალის დაპირისპირება აღმოჩნდა.

“მატჩისწინა კომენტარების შემდეგ ვან გაალისგან უპატივცემულობა ვიგრძენი. ასევე, მატჩისას ნიდერლანდების რამდენიმე ფეხბურთი ზედმეტად ბევრს საუბრობდა.

ვან გაალი ცდილობს შემოგვასაღოს, რომ ნიდერლანდები კარგ ფეხბურთს თამაშობს. შემდეგ აყენებს მაღალ ფორვარდებს საჯარიმოში და იქ გრძელ გადაცემებს აწვდის. მომდევნო ეტაპზე ჩვენ დავიმსახურეთ და ეს ასეც მოხდა”.

ლეო მესი

მესი იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ მატჩისშემდგომი ინტერვიუც კი შეწყვიტა რამდენიმე წამით, რათა დუბლის ავტორის, ვაუტ ვეგჰორსტისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.

“რას უყურებ, იდიოტო! წადი გაიარე აქედან!” – მესი ვეგჰორსტს

ნიდერლანდების 71 წლის სპეციალისტის მიმართ მკვახე კომენტარებით გამოირჩა ემილიანო მარტინესიც, რომელმაც სერიაში ორი პენალტი მოიგერია.

“მესმოდა, ვან გაალი ამბობდა, რომ მათ პენალტებში უპირატესობა ექნებოდათ და თუ სერიამდე მივიდოდნენ გაიმარჯვებდნენ. ვფიქრობ, უმჯობესია, მან პირი დამუწოს”.

ემილიანო მარტინესი

საინტერესოა, რომ ლიონელ მესიმ ერთ-ერთი აღნიშვნა ლუი ვან გაალის თვალწინ შეასრულა. მესის აღნიშნვა ხუან რომან რიკელმეს სტილში იყო და მის მიმართ სოლიდარობას ემსახურებოდა. ლეგენდარულ 10-იანს ლუი ვან გაალი ბარსელონაში ყოფნის დროს არ ენდობოდა. მესიმ კი გოლი მის სტილში აღნიშნა, რაც მულტფილმის პერსონაჟის, Topo Gigios სახელით არის ცნობილი და ის რიკელმეს ხელწერა იყო.

ნახევარფინალში არგენტინა ხორვატიას შეხვდება, რომელმაც ტურნირს ბრაზილია გამოთიშა.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე