სარჩევი
ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმის გამო გამოტოვებენ მსოფლიო ჩემპიონატს | Setanta Sports

როგორც ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე ამჯერადაც მოგროვდა ვარსკვლავების სია, რომლებიც მუნდიალს ტრავმის გამო გამოტოვებენ. თავიდან იყო ვარაუდი, რომ მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის განსაკუთღებული კალენდრის გამო, მაგრამ სურათი დიდად არ შეცვლილა.

პირველ რიგში საფრანგეთის ნაკრები უნდა აღვნიშნოთ, ბოლო მომენტში ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა კრისტოფერ ნკუნკუ, დიდი ხანია ცნობილია, რომ მოედნის ერთ მონაკვეთში დააკლდებათ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონები, პოლ პოგბა და ნგოლო კანტე, დაცვის ხაზში კი კიმპემბე. იყო შანსი, რომ მათ სიაში აღმოჩენილიყო რაფაელ ვარანიც, მაგრამ საბედნიეროდ გამოჯანმრთელება მოახერხა და განაცხადშია, ყველაზე დიდი დანაკლისი კი ბოლოს მიიღეს, უკვე კატარში, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს ოქროს ბურთის ლაურეატი ქარიმ ბენზემა გამოაკლდა.

ინგლისის ნაკრებს დააკლდება რის ჯეიმსი და ბენ ჩილველი. კაელ ვოლკერმა და კალვინ ფილიპსმა მომჯობინება მოასწრეს.

პორტუგალიის ნაკრებს დააკლდება პედრო ნეტუ და დიეგო ჟოტა.

სენეგალის ნაკრების დანალისი კი ყველაზე დიდია, მათ მთავარი ლიდერი და მთავარი იმედი, სადიო მანე გამოაკლდებათ. იყო იმედი რომ მანე მოასწრებდა გამოჯანმრთელებას და განაცხადშიც კი შეიყვანეს იმ იმედით, რომ მესამე ტურის მატჩს მაინც ჩაატარებდა, მაგრამ ეს ვარაუდიც გამოირიცხა.

გერმანიის ნაკრებს გამოაკლდება ტიმო ვერნერი, მარკო როისი და ფლორიან ვრიტცი.

არგენტინელთათვის გასახარად უნდა ითქვას, რომ გამოჯანმრთელება მოასწრეს ანხელ დი მარიამ და პაოლო დიბალამ, მაგრამ აქვთ დანაკლისიც, – ჯოვანი ლო ჩელსო, ნიკოლას გონსალესი და ხუაკინ კორეა.